თავი18
საავადმყოფოს მოსაცდელში,აჩიმ და ნენემ ავარიით შემოსული პაციენტი იკითხეს.მედდამ ორივე საოპერაციო ოთახის მოსაცდელში აიყვანა,სადაც ორი პოლიციის პატრული იდგა.ერთ ერთი მათკენ წამოვიდა.
--თქვენ ალბათ დაშავებულის ,მათე
ახვლედიანის ახლობლები ხართ.?-
იკითხა პოლიციის ოფიცერმა და ორივეს გამომცდელად მიაცქერდა
--ჩვენ მისი უახლოვესი მეგობრები ,ვართ, ჰყავს დედა,რომელიც რაიონშია და ამ ეტაპზე საჭიროდ არ ვთვლის მას გავაგებინოთ ,რადგან ის ავადმყოფი ქალია და არავინ იცის რით დამთავრდება ეს ყველაფერი. მოგვიანებით მე წავალ მის ჩამოსაყვანად-გაააცნო საქმის ვითარება ოფიცერს აჩიმ.
--ჩვენ ამ ეტაპზე გვაინტერესებს თავად დაზარალებულის მდგომარეობა გთხოვთ დაგვეხმაროთ ვინმე სამედიცინო პერსონალიდა გაგვესაუბროს და საქმის კურსში ჩაგვაყენოს.-ხმა უკანკალებდა ნენეს ,რომელიც ძლივს იდგა ფეხზე.
--დიახ რა თქმაუნდა ოპერაცია 20 წთ.
წინ დაიწყეს და ჯერ არაფერი ვიცით გარდა იმისა ,რომ დაზარალებული ძალზე მძიმე მდგომარეობაშია.რაც შეეხება საქმის ვითარებას დამნაშავე მძღოლი ქალია რომელმაც მნახველების გადმოცემით ჯერ დიდი სისწრაფით ჩაიქროლა გზაზე, რამდენიმე მეტრის გავლის შემდეგ მოახდინა ავარია და დარტყმის შედეგად შემოტრიალდა და შემხვედრი მიმართულებით გაქცევას შეეცადა,რომლის დროსაც მთელი სისწრაფით შეასკდა ახვლედიანის მანქანას. ქალი ადგილზე გარდაიცვალა ,დაზარალებული კი უგონო მდგომარეობაში მოვიყვანეთ.
მე შევეცდები ექიმი მოვიყვანო ვინც მიიღო პატიენტი.რამდენიმე წუთის შემდეგ განყოფილების ერთერთი ექიმი მშვიდად და დაწვრილებით ყვებოდა შემოყვანილი პაციენტის მდგომარეობას.
--მალე ალბათ ოპერაციაც დასრულდება და თავად ქირურგი გაგესაუბრებათ.ოპერაციას ცნობილი ქირურგი ჯორბენაძე აკეთებს და ის ყველა ღონეს იხმარს პაციენტის შესანარჩუნებლად.ახლა მთავარია თავი ხელში აიყვანოთ და დაელოდოთ.
--დედას უნდა შევატყობინოთ ,თორემ ქალბატონი ქეთევანი არ გვაპატიებს ამ თვითნებობას.,როგორც კი ოპერაცია დასრულდება,აჩი შენ წახვალ მასთან მე აქ ვიქნები,თუ საჭირო იქნება ყველაფერს შევძლებ მისი გულისთვის.-ხმა აუკანკალდა ნენეს.
ოპერაცია ხუთ საათს გრძელდებოდა,
ნენეს თვალწინ მთელმა წარსულმა გაირბინა,მას გაახსენდა,რომ არცერთი წუთი იმ წარსულიდან არ იყო მათეზე ,რომ არ ეფიქროს და ეოცნებოს. ბიჭზე,რომელმაც მისი ცხოვრება შესცვალა და მისი ბედნიერების ათვლის წერტილი გახდა. იმის გაფიქრებაც არ უნდოდა,რომ ის მათეს გარეშე დარჩებოდა და ცხოვრებას ძველებურად გააგრძელებდა.მიხვდა ეს შეუძლებელი იყო,რადგან ახლა ის მის გვერდით იყო და არ დაუშვებდა ცხოვრებას ისე გაემწარებინა მის გარეშე დაეტოვებინა და ცხოვრების გაგრძელება ებრძანებინა..საოპერაციოდან დაღლილი ექიმები გამოვიდნენ და გუმანით მათკენ გამოემართნენ.
--ოპერაცია კარგად ჩატარდა მაგრამ რთული მდგომარეობაა პაციენტს ესაჭიროება თირკმლის გადანერგვა
ერთი დაკარგა მეორე კი ისეა დაზიანებული ნეტავ დონორის პოვნამდე გასძლოს. მალე სუნთქვითი უკმარისობები დაეწყება და არ არის გამორიცხული ეს თირკმელიც გაითიშოს. დანანებით ,მაგრამ მტკიცედ თქვა ქირურგმა და
ნენეს ჯიქურ შეხედა.
--დონორს სად ვიპოვით ექიმო?-იკითხა დაბნეულმა ნენემ.
--დონორს ვერ ვიპოვით ქალბატონო დონორი მისი ახლობელი უნდა იყოს ან ის ადამიანი ვისი თირკმელიც ვარგისიანი იქნება გადასანერგად.
დაბნეულმა და შეშინებულმა აჩიმ და ნენემ ერთმანეთს გადახედეს.
--მე ეხლავე წავალ დედის ჩამოსაყვანად.-ჩაილაპარაკა აჩიმ.
--მოიცა აჩი სანამ ქეთევანს ჩამოიყვან იქნებ ,როგორ რთულდება ყველაფერი. იქნებ ჩემი თირკმელი გეცადათ.-მუდარა გაისმა ნენეს ხმაში.
--თქვენ ვინ ხართ ავადმყოფისა.-იკითხა მკაცრად ექიმმა.
--მე საყვარელი ქალი ვარ,რომლის სიცოცხლეს, მის გარეშე აზრი არ აქვს.-ხმაში ცრემლი გაერია ნენეს.
--ნენე იქნებ მაინც დეიდა ქეთოს დაველოდოთ.-მორიდებით შეეპასუხა აჩი ქალს.
--აჩი ის ავადმყოფი ქალია,არ ვიცით რა მდგომარეობაში ჩავარდება,როცა გაიგებს რა ხდება მისი შვილის თავს.თან ისიც არ ვიცით მე რა შეანსი მაქვს . გამოდგება თუ არა ჩემი თირკმელი.ახლა იმის გარკვევის დრო არ არის ვის რა შეუძლია და ევალება. ახლა ყოველი წამი გადამწყვეტია.
--მართალი ხართ ქალბატონო თქვენი გამოკვლევა მოხდება და თუ
დონორად გამოდგებით მე რამდენიმე საათს დავისვენებ და ოპერაციას გავაკეთებ .ახლა მე მინდა გავიდე და კოლეგებს დაველაპარაკო ეს ჩვენი გამოცდილების და პროფესიონალიზმის გამოწვევაა. ჩაილაპარაკა ქირურგმა და ნენეს და აჩის დაემშვიდობა. ნახევარი საათის შემდეგ ნენეს წასაყვანადაც მოვიდნენ.
--წადი გთხოვ ქეთევანი ჩამოიყვანე,
მინდა შვილთან იყოს. ან ცოტა მოიცადე რა პასუხს გვეტყვიან..ანალიზური გამოკვლევიდან რამდენიმე საათი
გავიდა რამაც დაადასტურა ნენე სავსებით შეესაბამებოდა დონორის კრიტერიუმს.ახლა დანარჩენი ექიმების გამოცდილებაზე და პროფესიონალიზმზე იყო დამოკიდებული ოპერაციის გაკეთება მეორე დღეს დილის ცხრა საათისთვის დაიგეგმა. ნენე საავადმყოფოში დაატოვეს და დიეტა და 24 სთ. თვალყური დაუწესეს,რათა ტრანსპანტაციისთვის მოემზადებინათ. აჩიმ ყველაფერი მანოს შეატყობინა. მანომ ბავშვები თავის მეგობარს დაუტოვა ,თვითონ კი ნენეს სანახავად წავიდა,რათ ნენეს გვერდით ყოფილიყო და
მას მარტოსულათ არ ეგრძნო თავი.გადაწყდა ოპერაცია დილის 11 საათისთვის დაიწყო,აჩი ქეთოსთან წავიდა,რათა მისთვის შეეტყობინებინა ეს ამბავი. მართალია კარგი ამბის მაცნე არ იყო, მაგრამ ჩათვალა დედის სიახლოვე მათესაც ჭირდებოდა ეხლა და ნენესა. ნენეს საქციელით აღფრთოვანებული აჩი, მანოს უყვებოდა ნენეს ერთგულებაზე და მის დიდ სიყვარულზე.
-- ახლა დავრწმუნდი დიდ სიყვარულს ,არც ხანი აქვს და არც არასდროს მიეცემა მივიწყებას. ახლა უნდა ვილოცოთ ,რომ ყველაფერი კარგად დამთავრდეს,რათა ჯანმრთელი ნენე და მათე ახლა უკვე სისხლით და ხორცით იყვნენ ვალდებულნი ლამაზი და ერთგული ოჯახი შეექმნათ. აჩი ქეთევანის ჩამოსაყვანად წავიდა,რთული შეხვედრა ელოდა მასთან,რადგან აჩის ვერ წარმოედგინა ქეთევანისთვის ეთქვა ,რომ მისი ერთადერთი ვაჟი მძიმე მდგომარეობაში იყო და მხოლოდ სასწაულს შეეძლო გადაერჩინა ის. ასეთივე რისკის ქვეშ იყო ნენეც,რომელმაც დაუფიქრებლად გაიღო მსხვერპლი თავისი სიყვარულის გადასარჩენად. ახლა ნენე იგივე შვილი იყო ქეთევანისა და აჩიმ იცოდა ორივე შვილის სიცოცხლის რისკის ქვეშ ყოფნა ქეთევანისთვის სიკვდილის ტოლფასი იქნებოდა. აჩიმ არ იცოდა ამ ყველაფერს როგორ გადაიტანდა ეს ავადმყოფი ქალი. აჩი იმ დროს მიუახლოვდა მათეს სახლს ,როდესაც მანოს შეტყობინება მიიღო,
სადაც მანო ატყობინებდა,რომ ოპერაცია დაიწყო. აჩიმ პირჯვარი გადაიწერა და ეზოს ჭიშკარი შეაღო.
მისკენ ეზოში მოთამაშე წითელი სეტერი,წკმუტუნით გამოიქცა და აჩის ფეხებში ჩაუვარდა.
--რაო ,,სწრაფიე" მიცანი ჩემო ჭკვიანო. -ძაღლი ორ ფეხზე დადგა და აჩის თვალებში ჩახედა. უეცრად მოტრიალდა და მანქანისკენ გაიქცა,უეცრად შედგა და აჩისკენ გამოიქცა.
--მათე არ მომიყვანია ,,სწრაფიე"
მაპატიე მარტო მოვედი.-ხმაში ცრემლი შეეპარა აჩის, ძაღლი სახლისკენ გაიქცა ,რომელსაც მძიმე ნაბიჯებით აჩი აედევნა.უეცრად კარები გაიღო და ქეთევანი გამოვიდა. აჩის მკაცრი მომთხოვნი თვალებით მიაცქერდა და ჩუმად იკითხა.
--რა ხდება ,შვილო ჩემს თავს ხომ არ დავიღუპე დედა.?-ისეთი ხმით იკითხა ქეთევანმა აჩი მიხვდა დამალვას აზრი არ ჰქონდა,რადგან დედის გულმა გუმანით იგრძნო,რომ
მის შვილს ,რაღაც უჭირდა.ქეთევანი გვერდზე გადგა და აჩი კარებში გაატარა.აჩი იქვე სავარძელში ჩამოჯდა. სიჩუმე ავად გაიწელა. ქეთევანი არაფერს ამბობდა,რადგან აჩისგან ელოდა, რაღაც ისეთს,რომელსაც უნდა გადაეწყვიტა მისი ყოფნა ,არყოფნის საქმე.
--მათე ავარიაში მოჰყვა,მაგრამ გუშინ ოპერაცია ჩაუტარდა და ყველაფერი ნორმალურად დამთავრდა,
მაგრამ ექიმმა თქვა,რომ მას თირკმელის დონორი სჭირდება,მე თქვენ წასაყვანად უნდა წამოვსულიყავი მაგრამ დონორი ვიპოვეთ ,ოცი წუთის წინ მეორე ოპერაცია დაიწყეს ექიმებმა, თირკმლის გადანერგვა. წავიდეთ გთხოვთ ახლა ვიცი თქვენი გული იქ არის. ქეთომ ისეთი დაღლილი თვალებით შეხედა,აჩის შეეშინდა ქალი არ წაქცეულიყო და გრძნობა არ დაეკარგა.--დეიდა ქეთევან მე თქვენი კეთილგონიერებისა და თქვენი ძლიერი ბუნების მჯერა გთხოვთ ახლა ძალა მოიკრიფეთ ,რადგან ახლა თქვენ მათეს და ნენეს
სჭირდებით. -ქეთევანი შეკრთა და
აჩის დაბნეული მიაცქერდა.
--ნენე რა შუაშია აჩი შვილო,ნუთუ ერთად მოჰყვნენ ავარიაში?-იკითხა აკანკალებულმა ქალმა.
--არა ავარიაში მათე მოჰყვა,ხოლო დონორი ნენეა ,რომელმაც დაუფიქრებლად გაიღო თირკმელი მის დასახმარებლად.ღმერთმა ინება ისინი სისხლ და ხორც ერთნი ყოფილიყვნენ.-ცრემლი შეეპარა აჩის ხმაში.
--ვაიმე შვილებო მოგიკვდეთ დედა,წავიდეთ აჩი,ბავშვებთან მიმიყვანე ,რომ ჩემი სითბოთი და სიყვარულით მათი სიცოცხლე
დავიცვა. დედის გული და იღბალი დამეხმარება უვნებელი დავიბრუნო ჩემი შვილები.-რამდენიმე წუთის მერე აჩი და ქეთო თბილისისკენ მიემართებოდნენ.
გაგრძელება იქნება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 4