15
თავი15
კლარას თხოვნის მიუხედავად მათეს სტუმარი არ მიუტოვებია,რითაც აგრძნობინა მისი პრობლემა ,კლარას პრობლემა არ იყო ,მაგრამ მისი დიდი მადლობელი დარჩა,რადგან კლარამ დაარწმუნა,რომ სასტიკად ცდებოდა ნენეს პიროვნების შეფასებაში და იმასაც გრძნობდა ამ შეცდომას ან ვერასდროს გამოასწორებდა, ან ძალიან გაუჭირდებოდა მისი გამოსწორება.,რადგან ნენე რიგითი ქალი არ იყო საჩუქრებით და დაპირებებით გაებრუებინა და შემოერიგებინა. მანქანა სადგომიდან გამოიყვანა და კლარასთან ერთად ბათუმში წავიდა, რათა საახალწლო დასვენება არ ჩაეშხამებინა ქალისთვის ,რომელიც მის არეულ ცხოვრებასთან არაფერ შუაში არ იყო. ბათუმში მეგობრების დახმარებით ქალს პრესტიჟულ ოტელში უქირავა ნომერი,ღამით ვახშამზე დაპატიჟა ,ბოდიშიც მოუხადა შექმნილი სიტუაციის გამო,კიევში გასამგზავრებლად თვითმფრინავზე ბილეთიც აუღო,პირად ანგარიშზე საკმაო თანხა გადაურიცხა,რომ ქალს კომფორტულად ეგრძნო დასვენენის დროს თავი .თვითონ კი სახლში წამოვიდ,რათა დედასთან შეევლო და შობას იქ შეხვედროდა.
ქეთო უზომოდ გაახარა ცნობამ, რომ მათე ჩამოვიდოდა და შობას სახლში შეხვდებოდა ,მასთან ერთად.
ქეთომ აჩის დაურეკა და მათეს ჩამოსვლა ახარა. აჩიმ გადაწყვიტა ქეთოსთვის ყველაფერი ეთქვა ,რაც თბილისში მოხდა და რის მოწმეც ნენე შეიქმნა.
--Აქ არც ისე სასიამოვნო ამბავი მოხდა ქეთო დეიდა, თბილისში, ორი დღით ადრე მათე ჩამოსულა ,მან მივლინებიდან თავისი ნაცნობი ქალი ჩამოიყვანა,რომელიც საახალწლოდ რესტორანში ჰყავდა დაპატიჟებული. ამ რესტორანში ნენეც მივიდა,რომელიც მის საქმროს ბადრი გიორგაძეს ჰყავდა დაპატიჟებული;რომელიც მათეს ნაცნობია.იქ ნენე და მათე შემთხვევით ერთმანეთს შევხვდნენ.
ვახშამზე გიორგაძეს ნენესთვის ხელის თხოვა ნდომებია.
მაგრამ ნენემ უარი უთხრა. ნენემ თქვა:,,მათე ჩვენს მაგიდასთან მოვიდა ქალთან ერთად და მასთან ერთადვე დატოვა რესტორანი და ნომერში ავიდაო .ის დარწმუნებულია,რომ მათე და ის ქალი ერთად არიან.
და საბოლოოდ გადაწყვეტა ყველანაირი ურთიერთობა გაწყვეტოს მათესთან. არც ის არის გამორიცხული, რომ მათემაც თავად გაწყვიტა უკვე კავშირია ნენესთან ასე ,რომ ჩვენი მცდელობა ამ ორი ადამიანის გაერთიანებისა კრახით დამთავრდა. ჩვენ უნდა შევეცადოთ გავარკვიოთ რას ფიქრობს ერთმანეთზე მათე და ნენე ,რათა მათ პირადულში არ შევიჭრეთ და ორივე არ გავანაწყენოთ. -ქეთო განადგურებული უსმენდა .
--აჩრი ეს რა მითხარი შვილო ,ასეთი თავზარი დიდი ხანია არ დამცემია, ღმერთო ჩემო ეს, ხომ უბედურობაა, ყველაფერ უბედურობაში,როგორ ეხვევა ეს ბიჭი .მართალი ხარ ჩემო კარგო ,ალბათ ვერაფერს ვარ გავაკეთებთ მე კი გული ძალიან მეტკინება, თუ საშობაოდ არ ჩამოხვალ და ბავშვებს არ ჩამომიყვან.
-- საშობაოთ როგორ არ ჩამოვალთ, მაგრამ ნენე ვერ ჩამოვა ალბათ. იქნებ ჯობდა, თქვენც გეთქვათ მათესთვის ყველაფერი.მე ნენეს ყველაფერს ვეტყვი და ბოდიშსაც მოვუხდი თვითნებობისთვის. საშობაო ბავშვებთან ერთად ჩამოვალ და მე თვითონ დაველაპარაკები მათესაც.
-- ასეთი ცუდი ახალი წელი არასდროს მქონია .ცრემლი გაერია ქეთოს ხმაში.
გამთენიისას მათე მშობლიურ სახლში მოვიდა. ქეთო გულისფანცქალით ელოდა შვილს და თვალი წუთითაც არ მოუხუჭავს.მიუხედავად იმისა,რომ მათეზე ახლა ნაწყენი გახლდათ შვილის დანახვამ ყველაფერი დაავიწყა , შვილი გულში ჩაიკრა
და ჩაიჩურჩულა:
--ჩამოხვედი გარეულო, ასე უნდა ბიჭო? შენ სულ მთლად გადაირიე.არ მოგენატრე შვილო?-ჩურჩულებდა ქეთო.მათეს დედის ხელში ჯოხის დანახვაზე პირკატა ეცა და მიხვდა რა უბედურებაც იყო ქეთევანის თავს მაგრამ გადაწყვიტა გახარებული დედისთვის არაფერი ეთქვა და მერე
აჩის გასწყრომოდა ,მაგრამ მიხვდა აჩისაც რას ერჩოდა, იცოდა აჩი ქეთევანს არასდრის დასტოვებდა და ქეთევანის ასეთი გამოჯანმრთელებაც მისი დამსახურება იყო და მადლობის მეტი რა ეთქმოდა.ახლა მთავარი იყო დედას მოფერებოდა და მერე ეთქვა საყვედური.
-რომ მომენატრე, იმიტომ ჩამოვედი
არ დაიწყო ახლა ტირილი , .ნუ იცი შენ ასეთი შეხვედრა, თორემ წავალ.-აბუზღუნდა მათე.
-არ გცხვენია ხომ იცი, როგორ გელოდი.ასე მგონია ახლაც შემთხვევით მოხვედი ,რაღაც გიჭირს და გაგახსენდი.-ჩუმათ საყვედურობდა დედა და თმებზე ეფერებოდა.
--როგორ გაჭაღარავდი, ჭკუა კი ვერ ისწავლე.მოუწესრიგებელი ცხოვრებით ცხოვრობ. დამრჩი ასე
მიუხედავი.აღარც კი მეკარები ჭკუის დარიგებას ვინ ჩივის, სანახავადაც კი სანატრელი გამიხდი.-ეფერებოდა შვილს ქეთო.
-კარგი რა დე, რაღა დროს ჩემი ჭკუის დარიგებაა.ჩემი ხნის კაცი ან ბრძენია,ან სულელი ,შენ მგონი
სულელი შვილი შეგრჩა ხელში,რადგან შენ ხომ არაფერში არ გაქვს ბედი.-გაეცინა მათეს და ბუხართან ჩამოჯდა. მე შენზე ნაწყენი ვარ ,რატომ არ გამაგებინე, რომ ასე გიჭირდა,ნუთუ ვალდებული არ ვიყავი როცა გტკიოდა შენს გვერდით ვყოფილიყავი?
--არ იყო საჭირო აჩიმ და მანომ ისე მიპატრონეს ,როგორც საკუთარ დედას და გთხოვ ამის გამო,რომ არ შეგატყობინა აჩის ნურაფერს ეტყვი.
შენ სხვა რამეზე იფიქრე და სხვა რამეზე გამეცი პასუხი, რაც დაგიშავებია ;აშავებ და მერე დააშავებ.გაუბრაზდა შვილს და გაიბუტა. მათე უყურებდა ამ მკაცრ , მაგრამ საოცრად საყვარელ დედას და გულში ეთანხმებოდა .
ქეთევანი ბედნიერი იყო შვილის სტუმრობით თითქოს წყენაც გაქრა, მაგრამ სათქმელი, რაც ჰქონდი მისთვის ,გადაწყვიტა ეთქვა და ისე მისდგომოდა მისთვისაც ეთქმევინებინა, რას ფიქრობდა მომავალში და საერთოდ რა ადგილი ეკავა ნენეს მის ცხოვრებაში.
ბუხარი ისე ლამაზად და სასიამოვნოდ გუზგუზებდა ,როცა მას შესცქეროდა მათეს ,წარმოსახვაში ყველაფერი თბილი და ღირებული
ცოცხლდებოდა წარსულიდან ამიტომაც ვერ შეელია ამ პაპისეულ ულამაზეს სახლს და ისეთი რესტავრაცია ჩაუტარა და ისეთი მდიდრული ორნამენტები შემატა ამ დიდ მისაღებს , სამზარეულოს და საწოლს, რომ ეთნოგრაფიული მუზეუმი გეგონებოდათ. აქ ისე ბევრ დროს ატარებდნენ დედა-შვილი ხანდახან გულიც სწყდებოდა ,რატომ არ მიუმატა სახლს რამდენიმე ოთახი,რომ აქ ღამეც დაეძინა, რადგან აქ ამ პატარა სახლში უფრო მეტ სულიერ სიმშვიდეს გრძნობდა. ახლაც ბუხრის წინ იჯდა,დიდ ძველებურ ტყავის სავარძელში, დედამ ყავა და ტკბილეული შემოიტანა,ლამაზად მოჩუქურთმებულ მუხის პატარა მაგიდაზე დადგა და მათეს ისე გამომცდელი ირონიული ღიმილით მიაცქერდა ,მათე ყმაწვილ კაცობაში დაბრუნდა და 16 წლის ბიჭის გულის ფანცქალით დაელოდა , რას ეტყოდა დედა და რა იცოდა მისი მორიგი ანცობის შესახებ..
--წელს კიდევ უფრო მეტი ჩურჩხელები და ტკბილი კვერები
გავაკეთეთ მე და ლამარამ.ყოველ წელს იმედი მაქვს ,რომ ცოლს მოიყვან და ბავშვები ჩურჩხელებს დაიტაცებენ.-მათეს გაეცინა.
--არ გამაგიჟო დედა,შენ ფიქრობ
ცოლს , რომ მოვიყვან თან ბავშვების ბატალიონი მოჰყვებაა.
--კი მასე ვფიქრობ ,რადგან იმ ასაკში ხარ უკვე შენს ასაკში ბავშვებს ვეღარ აკეთებენ.-გაუმკაცრდა ხმა ქეთოს.-მათეს ხარხარი აუტყდა.
--აი ეხლა წავალ და ერთი წლის თავზე ერთ სამ ბიჭს მაინც მოვიყვან.- დაიქადნა მათემ და ფეხზე წამოდგა.
--დაჯექი მანდ ,მე ასე უმისამართოდ და უმიზნოდ გაკეთებული შვილიშვილები არ მინდა მე მინდა ,რომ კანონიერი ცოლი ,ღირსეული ქალბატონი და საუკეთესო, ცოლი გყავდეს.
--ცოლის შეფასების რამხელა კრიტერიუმები გქონიათ ქალბატონო
ქეთო ,იმიტომაც არის უბრალო ქალი ვერ მომიყვანია.-თავი გააქნია დანანებით მათემ დაწარბები მოჭმუხნა.
--ეს რა მესმის ე.ი.მე ვარ დამნაშავე?
-გაწიწმატდა ქეთო.
--შენ აბა ვინ ,აბა ჩემ თავს ხომ არ დავაბრალებ ?-ჩაიფხუკუნა მათემ და გაბრაზებულ ქეთოს, რომ შეხედა
ხარხარი დაიწყო.
--დაიღუპე იქით ,ვიფიქრე მართალს ამბობდი.-გაბრაზდა ქეთო.-დალიე ყავა გაცივდა .ახლა კარგად მომისმინე და
არ გაბედო ტყუილი მითხრა .თორემ, გეფიცები შენს თავს მათე ,არ შევხედავ მაგ შენს ასაკს და ლამაზ ჭაღარას და ყურებს დაგაგლეჯავ იცოდე.-გაუბრაზდა მათეს ქეთო. მათეს თავშეუკავებელი ხარხარი აუტყდა და ქეთო გულში ჩაიხუტა.
--ქალო ამ ლამაზ ჭაღარიან თავს, რომ ლამაზი ყურებიც მოჰყვება არ გეცოდებაა?.-იცინოდა მათე და გულში ჩაკრულ დედას თავზე კოცნიდა.
--იქნებ დრო მოვიდა მათე მე და შენ სერიოზულად ვილაპარაკოთ?-იკითხა ჩუმად ქეთომ.
--რაზე დედა,მითხარი და გეფიცები ყველაფერს გეტყვი,რასაც საჭიროდ ჩათვლი და ჩემგან ელი.-სერიოზულად ჩაილაპარაკა მათემ და დედას ისეთი სუფთა და მართალი თვალებით შეხედა ,ქეთო მიხვდა მათე არ სტყუოდა და მის ყველა შეკითხვაზე პასუხიც ჰქონდა.
--მომიყევი იმ ,;თეთრ სარაფნიან"
გოგოზე;გოგოზე რომელიც მე შენი ზღაპარი მეგონა ,ჩემს დასამშვიდებლად მოგონილი.
--რადგან ახალი წელია , მალე შობა დადგება და ყველაფერი ზღაპრულია და ლამაზი,მეც ერთ ლამაზ,მაგრამ სევდიან ზღაპარს მოგიყვები და მას ჰქვია ზღაპარი ,,თეთრ სარაფნიან"
გოგონაზე ნენე ,რომ ჰქვია-ჩაილაპარაკა ჩუმათ მათემ და დედას შეხედა რომელიც პატრა გოგონასავით მოკალათდა დიდ ტყავის სავარძელში თეთრი პლედი ფეხებზე შემოიხვია და მომლოდინე თვალებით მიაცქერდა მათეს.
გაგრძელება იქნება
#თამარელა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев