Предыдущая публикация
მოთმინებამ დამღალა...
ადამიანად ყოფნამ, რომელსაც სულ ვცდილობ გამომივიდეს.
სიშტერედ ჩათვლილმა სიკეთემ გადამღალა..
ვიცვლებიი და ეს მიღრღნის სულს..
სხვანაირი ვხდები. ცივი, უფრო ჩაკეტილი. აღარავისთან აღარაფერზე საუბარმა უფრო ჩამიკეტა გონება.
-როგორ ხარ?!
-კარგად!!
ტყუილით ნათქვამი კარგად ყოფნაც, ზერელე და ერთფეროვანი გახდა.
გული, სული, გონება... ყველაფერი ისე დამეღალა, ახლა წერილს სიკვდილს გავუგზავნიდი, ამ არსებულ სიცოცხლეს - მასთან ,,ვუღალატებდი,,
მერე, მეც მასავით ხმამაღლა გადავიხარხარებდი და ზუსტად ვანახებდი რას ნიშნავს სიცოცხლეშივე სიკვდილი....
/ირინა იოსებაშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2