თავი14
კლარა მიხვდა,რომ მათეს საახალწლო განწყობილება,უეცრად სადღაც გაქრა და მისი ადგილი მკაცრი სახის უხასიათო კაცმა შესცვალა ,რომელიც თავს ზრდილობის გულისთვის იკავებდა ,თორემ აქამდე ათასჯერ გაეცლებოდა ამ ადგილს და კლარას უპატრონოდ მიატოვებდა.საცაა 12 საათიც დარეკავდა და ახალი წელიც შემობრძანდებოდა ულამაზეს ქალაქში ,მაგრამ საახალწო განწყობა სადღაც ახალი თოვლივით გაქრა.
--давай уйдем отсюда(.წავიდეთ აქედან)-ჩაილაპარაკა თავდახრილმა კლარამ.-Я больше не хочу праздновать.(აღარ მინდა ზეიმი.)
Давайте поднимемся в комнату и встретим там новый год.(ავიდეთ ოთახში და იქ შევხვდეთ ახალ წელს)
მათე მიხვდა ქალს ხალისი დაეკარგა,ან სულაც შეეცოდა მათე ,როგორც კაცი.
--,,კარგი საყვარელო წავიდეთ და მთაწმინდაზე შევხვდეთ ახალ წელს"-
მათემ მომსახურე პერსონალს დაუძახა და რაღაც სთხოვა. რამდენიმე წუთის შემდეგ პერსონალი რამდენიმე ჩანთით ხელში გასასვლელისკენ გაემართა.
მათემ კლარას ხელ-კლავი გამოსდო და გიორგაძის მაგიდისკენ დაიძრა . ხელში შამპანიურით და შოკოლადის კოლოფით.
--გილოცავთ ახალ წელს. მინდა სულ ბედნიერები იყვეთ ჩვენ მივდივართ ჩემს ლამაზ ქალბატონს სურს გარეთ შეხვდეს ახალ წელს,მისი სურვილი კი ჩემთვის კანონია. -ქალბატონო ნენე სასიამონო იყო თქვენი კიდევ ერთხელ ნახვა. ბედნიერებას გისურვებთ.-ნენეც წამოდგა და მათეს ხელი გაუწოდა
მათემ მისი ხელი დიდ ხელებში მოიქცია და ფრთხილად შეეხო ტუჩებით . გულმა საშინელი ფრიალი დაუწყო ნენეს პატარა ჩიტივით უკანკალებდა ხელის მტევანი.კლარამ თავი დაუკრა მათ და გასასვლელისკენ გაემართა ,რომელსაც უკან მათე მიჰყვა.მათე ქალს ლოცავდა,რომ გაუგო და აქედან მიჰყავდა.ახლა აქაურობას უნდა გასცლოდა,რომ არაფერი სისულრლე არ ჩაედინა.
მანქანა ნელა მიჰყავდა და კლარასკენ არ იხედებოდა.
--Что тебя связывает с этой женщиной, Матео?(რა გაკავშირებს ამ ქალთან მათე)Эта женщина твоя любовница?
(ნუთუ ის შენი საყვარელია)-ისეთი იდუმალი და ჩუმი ხმით იკითხა კლარამ თითქოს შეთქმულებას უწყობდა ვიღაცას.
--Эта женщина моя первая и последняя любовь.(ეს ქალი ჩემი პირველი და უკანასკნელი სიყვარულია)-ჩაილაპარაკა ჩუმად მათემ და ქალმა იგრძნო ,თუ როგორ მწარედ გაეჩხირა კაცს სინართლე ყელში.
--Скажи мне правду, я заслуживаю знать правду.(მე ვიმსახურებ ვიცოდე სიმართლე)-ჩაილაპარაკა ქალმა და მათეს ისეთი უბოროტო და სუფთა თვალებით შეხედა,მათე მიხვდა ,ქალი მას თანაუგრძნობდა და გვერდში დაუდგებოდა.
Მათემ ამოიოხრა და თხრობა დაიწყო :.ის ყვებოდა თავის ახალგაზრდობაზე, ბავშურ მოზაურობაზე,როცა ერთხელ პატარა სოფლელი ბიჭი მეგობრებთან ერთად სოხუმში გაიპარა ზღვის სანახავად.ლამაზ სოხუმზე ,ზღვაზე ,პალმებზე იმ ლამაზ განცდაზე, რომელიც ამ ქალაქიდან დარჩა .ყვებოდა ზღვის ულამაზეს სანაპიროზე ,სადაც პირველად დაინახა შავთვალება
გოგონა , რომელსაც თეთრი ,ლამაზი, გვირილებით მოჩითული ,სარაფანი ეცვა. მის დიდ თვალების გამოხედვაზე,რომელმაც მონუსხა და მოაჯადოვა პატარა სოფლელი ბიჭი,რომელსაც მისდა უკითხავად ეწვია დიდი სიყვარული, რომელიც იმ წუთში იმ დილას ზღვის ნაპირა ჩაისახა. .ყვებოდა სევდაზე და დიდ ტკივილზე,როცა იმ გოგონამ მიატოვა და წავიდა ,ხოლო მათეს დაუტოვა დიდის სიყვარული, სიყვარული ,რომელმაც წლებს გაუძლო ,სიყვარული რომლითაც სულმდგმულობდა მათე. ყველაზე დიდ გაჭირვების დროსაც კი სიყვარული შველოდა . გადიოდა წლები ,ვაჟკაცებოდა მათე, მაგრამ არ ქრებოდა სარაფნიან გოგონაზე ფიქრი და სიყვარული, რომელსაც წლები დაატარებდა გულით და ჯეროდა ერთხელაც შეხვდებოდა მას . მერე მოუყვა თუ როგორ შეხვდა ნენეს წლების შემდეგ და მიხვდა, რომ ნენესაც ახსოვდა მათი უცნაური შეხვედრა. რატომღაც მაშინ როცა შეხვდა მოეჩვენა ,რომ ნენეს უყვარდა და ისიც ოცნებობდა მასთან შეხვედრაზე,მაგრამ შეცდა, მათემ გაიგო რომ ნენეს სხვა უყვარდა და ოცნებობდა ამ კაცთან ოჯახი შეექმნა. ეს კაცი ბადრია გიორგაძეა. მე არა მაქვს უფლება მის სიყვარულს შევეწინააღმდეგო ,რადგან მე ვარ კაცი წარსულიდან, ბადრი კი კაცია მომავლიდან,
რომელსაც შეუძლია ბედნიერება მოუტანოს ნენეს.მიუხედავად იმისა,
რომ მე გული მტკივა , არასდროს არ დავუშვებ,რომ მათი7 ქორწინება არ შედგეს. წავალ, გავეცილები,რათა ხელი არ შევუშალო ამ ბედნიერებას. აღსარებასავით ამოთქვა მათე და გაყუჩდა. კლარა გაკვირვებული და დაშოკილი უსმენდა უცნაური სიყვარულის ამბავს. ვერ წარმოიდგენდა თუ ამ ამაყ და მკაცრ კაცს რომელიც სიამაყის და გალანტურობის ნაზავი იყო ასეთი სულისშემძვრელი სიყვარულის ისტორია ექნებოდა..რა უსუსურები და დაუფიქრებლები არიან კაცები,მათ შეუძლიათ არ დაუჯერონ საყვარელ ადამიანს ,არ ჩასწვდნიენ მათ ფაქიზ სულს და გრძნობებს,მაგრამ ეჭვით დაავადებულებს შეუძლიათ ყველანაირი სიცრუე დაიჯერონ და ცხოვრება გაიმწარონ თავადაც და გაუმწარონ სხვასაც. ამ სენით მათეც დაავადებული იყო.
--Каким слепым ты был, Мაтeo.((რა ბრმა ყოფილხარ მათე)Если бы она любила этого мужчину, она бы пошла з раньше.(ეს კაცი,რომ ყვარებოდა ადრე გაჰყვებოდა)Оказывается, женщина любила тебя до сих пор.(თურმე ამ ქალს აქამდე ყვარებიხარ)
И ты оставил эту женщину(შენ კი ეს ქალი მიატოვე.)И ты заставляешь женщину выходить замуж без любви?
(ქალს აიძულებ უსიყვარულოდ გათხოვდეს?) -ცრემლი გაერია კლარას ხმაში.მათე გამოფხიზლდა და კლარას მადლიერი თვალებით შეხედა.
--,,შენ გინდა მითხრა ,რომ მას ვუყვარვარ და ვცდები.?შენ მართალი ხარ,შენ მასში მეტოქე უნდა დაგენახა მაგრამ შენ მასში კარგი ქალი დაინახე.ასევე დაინახა სხვა ქალმაც მარტო ბოროტებს და უმეცრებს შეუძლიათ ყველაფერი გააფუჭონ.ჩაილაპარაკა მათემ. -ვგრძნობ დავაგვიანე და ამისთვის მკაცრად დავისჯები. გიორგაძე თავის შანსს ხელიდან არ გაუშვებს არასდრის,კარგ ქალებს ქუჩაში არ ტოვებენ მათთვის იბრძვიან."-ჩაილაპარაკა მათემ და ქალმა მის ხმაში სინანული და ტკივილი ერთად იგრძნო.
-- я пойду завтра (მე ხვალვე წავალ)Попроси у женщины прощения иверни его обратно. (ბოდიში მოუხადე და ქალი დაიბრუნე). я позабочусь о себе(მე მივხედავ თავს)
მათე მიხვდა ქალი იმისთვის უბრაზდებოდა,რომ ასეთ უნიათობას მისგან ვერ აიტანდა.
ნენესთვის მათეს და მისი სტუმარი ქალის წასვლა სიკვდილის ტოლფასი იყო. -ნეტვ სად წავიდნენ?
გაიფიქრა და თვალები ცრემლებით აევსო. ნენემ რესტორნის განათება დალოცა,რომელიც მის ემოციებს მალავდა.-ნეტავ ფეხი მომტეხოდა და არ წამოვსულიყავი, ეს რა დამემართა ,ეს ხომ ჩემი სიკვდილია, მე ყველა იმედი ერთბაშად გარდამეცვალა.- ისეთი შეგრძნება ჰქონდა სადღაც გამუქვაბულში იჯდა და არც არაფერი ესმოდა და ვერც ვერაფერს ხედავდა.
--ყოველთვის მაკვირვებს მათე,ყოველთვის ულამაზეს ქალების გარემოცვაში ვხედავ, ცოლი კი არ მოჰყავს.-გაეღიმა გიორგაძეს.ნენე უცბათ შეკრთა მათეს ხსენებაზე და საშინლად გაბრაზდა.
--რა გიკვირს ბადრი,შენც სირინოზებით ხარ გარემოცული მაგრამ შენც უცოლო ხარ. იმიტომ, რომ ორივენი მექალთანე , გაფუჭებული კაცები ხართ . ცდილობთ ბედნიერი ოჯხები შექმნათ და ვიღაც გააუბედუროთ.-
გაბრაზებული ნენე თავს ვეღარ იკავებდა.
--დაწყნარდი საყვარელო ,ამიტომაც ხელი უნდა შემიწყო შევქმნათ სრულფასოვანი ოჯახი.
--სამწუხაროთ მე ძალა არ შემწევს შენნაირი აშვებული და გრძნობა მორეული კაციდან მშვიდი, მეოჯახე კაცი შევქმნა. ამიტომ ახალ წელს გილოცავ და გისურვებ ამ წელს ბედნიერება გენახოს. მე კი ახლა უნდა წავიდე და გთხოვ არ გამომყვე ტაქსი უკვე გამოძახებული მყავს და მგონი უკვე მელოდება. გაცილება არ მინდა მივდივარ..-ბადრი გიორგაძე ცხელწყალ გადასხმულივით შეკრთა ამდენს უკვე არ ელოდა ნენესგან და გაბრაზდა.
--თუ ხვდები,რომ ზედმეტი მოგდის.?-გამოსცრა კბილებში გიორგაძემ და ავად დააკვესა თვალები.
--თუ ხვდები,რომ ძალიან აუწიე ხმას და ამას მე არ მოვითმენ . დაჯექი და კარგად მომისმინე . არ გაბედო უკან გამომყვე.თორემ განანებ , შენ ჰურიებს დაუკაპუნე და ისინი შეაშინე, ჩემთან კი ცოტა წყნარად.-ავად გაიკვესეს ნენეს ლამაზმა თვალებმა და სახეზე ისეთი ავი და მკაცრი ღიმილი აუთამაშდა გიორგაძე უჩუმრად ჩაჯდა.
--,,წყეული ჯადოქარი"-ჩაილაპარაკა ბადრიმ , ღვინის ბაკალი აიღო და სულმოუთქმელად დაცალა . ნენემ დამცინავად შეხედა და ამაყად გაემართა გასასვლელისკე, გარეთ ტაქსი უცდიდა . ნენემ მძღოლს მისამართი უთხრა და მანქანის სავარძელზე დაღლილი მიესვენა.
--თუ სადმე საკონდიტრო ან მარკეტი შეგვხვდება გამიჩერეთ ტკბილეული უნდა ვიყიდო ,სადაც მივდივარ პატარები დამხვდებიან.-მძღოლმა თავი დაუკრა და მსუბუქი მუსიკა ჩართო. ღონღაძეებს ,რომ მიუკაკუნა უკვე შუაღამე იყო, იცოდა ცოლ-ქმარი დაელოდებოდა. თან ახლა ისე უჭირდა მხოლოდ მათან უნდოდა გულის გადახსნა. იცოდა; რასაც ახლა მოუყვებოდა მათ ,მათვისაც შოკი იქნებოდა.კარები აჩიმ გააღო და ნენე რომ დაინახა გახარებულმა გულში ჩაიკრა.
--ახალ წელს გილოცავ ჩემო დაია სულ ბედნიერი მყავდე მრავალჟამიერ. ნახე მანო შენი უფროსი და მოვიდა ,ჩვენი ნენე.
--ახალ წელს გილოცავთ ღონღაძეებო,ჩემო თბილებო და ტკბილებო. მრავალ ახალწელს მენახოთ ერთად და ბედნიერნი
იმედია თქვენს მაგიდასთან მეც მექნება ხოლმე საახალწლოდ ერთ მოკრძალებული სკამი.
--აბა რასამბობ ჩემო ლამაზო ქალბატონო აი ჩამოვა ჩემი უფროსი და უნდა დაგაქორწილოთ მააშ.-ისე თეატრალურად გაიპრანჭა აჩი ნენესაც კი გაეცინა.
--ჩემო არჩიბალდ ჩემო კეთილო და პატიოსანო,გინდა საახალწლოდ ერთი ანეგდოტი გითხრა.შორს წასულ კაცისა?-არანაკლები არტისტული იყო გამწარებული ნენეს პასუხიც.აჩი მიხვდა ,რაღაც ისე ვერ იყო საქმე.
--რა ხდება ნენე?-სერიოზულად იკითხა აჩიმ და უსიამო პასუხს გულის ფანცქალით დაელოდა.
--შენი უფროსი ქალაქშია არჩიბალდ
ქორთიარდ მარიოტში ერთერთ პრესტიჟულ ნომერში ხვდება ახალ წელს ულამაზეს რუს თუ უკრაინელ ქალბატონთან ვერ გეტყვი,მოკლედ მზეთუნახავთან და მეტიმეტი სურვილებისგან დროზე ადრე გაექანნენ ნომერში. ნენემ აჩის და მანოს სახეს ,რომ შეხედა მიხვდა არც ისე სასაცილო რამე თქვა.
--ბავშვებო მშია მაჭამეთ რამე თორემ გიორგაძემ ცალკე მომიშხამა ნერვები ,მაგრამ ეგეც მოვიშორე. ასე, რომ ახალ წელს ორ უმაქნის მექალთანე კაცისგან განვთავისუფლდი. გაუმარჯოს
თავის უფლებას.
--წამოდი მაგიდასთა,ნ დავლიოთ და ვიქეიფოდ,ცუდი ძველ წელს გავატაროთ,მერე კი გემრიელად დავიძინოთ. ხვალ ახალი წელია რა იცი რა ხდება. ?-გადახვია აჩიმ ხელი ნენეს და მაგიდისკენ გაუძღვა.
გაგრძელება იქნება
თამარელა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1