მაგრამ ყველაზე მეტად შენს მეუღლეს გაუფრთხილდი, შენს მეორე ნახევარს ტყუილად არ ჰქვია შენი ნახევარი...
ყველაზე მეტად სიყვარულს გაუფრთხილდი მის თვალებში,
ღიმილს მის სახეზე,
რწმენას მის გულში,
სითბოს მის ხელის გულებზე...
მისი მარცხიც ისე გაიზიარე, როგორც მისი გამარჯვება,
ჰო, მარცხი უფრო მეტად, რადგან თავდაჯერება არ დაეფანტოს ცხოვრების გზაზე უბედობის ჟამს...
ისიც ასევე,
განა მხოლოდ ცალმხრივად....
შენთვისაც ის უნდა იყოს საყრდენი, იმედი, გზის გაგრძელების სიხარულიც და მიზეზიც...
და თუ ეს ასე არ არის,
და თუ ერთმანეთი არ გეიმედებათ,
თუ ერთმანეთის თვალებში არ ამოდის დილით მზე, საკუთარ თავს რაც უფრო ადრე ჰკითხავ - სად შეცდი ან როდის?
მით უფრო მეტ დარდსა და იმედგაცრუებას აირიდებ ვერ გარკვეულ და გადამთიელ გრძნობებში, ტკივილების ხროვად რომ გადააქცევს ორივეს ცხოვრებას."
მშვიდობა ყველას ❤❤
🖊 ცირა ტურაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1