ნესტიანი, ბნელი გვირაბი გაიარა და არავინ შეხვედრია. ან ვინ შეხვდებოდა ალბათ ავს ეგონა, სულისა თუ ჯერ არ მომკვდარა, სიკვდილამდე ბევრიც არ ექნება დარჩენილიყო. ავად გაეცინა...
სძულდა და ეზიზღებოდა ნებისმიერი საპყრობილე , ყველაფერი რაც მასსა და
ცას შორის ბარიერად იყო გახირული. დაბლა დაშვებული ხელის თითები გაშალა და ცეცხლის კვალი გაიყოლა უკან. აალდა საპყრობილის კედლები და ზემოთ ამოსულ სულისას თან ამოჰყვა მზესავით მხურვალე ალი . მიდიოდა და ავს ეძებდა დედოფალი. დრო იყო, რომ მას ყველა ცოდვაზე პასუხი ეგო.
თუმცა მზისქვეშეთში არ არსებობდა სასჯელი ,რომელიც საკმარისი იქნებოდა ავის დასასჯელად. მხოლოდ ის იქნებოდა მისთვის ყველაზე საშინელი სულისას ხელიდან თუ ამოხდებოდა სულის ის პაწაწინა ბინძური ნარჩენი, რაც ჯერ კიდევ შერჩენოდა .
კივილით და სისინით გარბოდნენ ციხის კედლებს შეფარებული ავსულები, თუმცა განრისხებული ქალის მზესავით მხურვალე ცეცხლის ალებს ვერსად ემალებოდნენ.
უცნაური სტიქიაა ცეცხლი,ერთდროულად სიცოცხლის მიმნიჭებელი და სრულიად გამანადგურებელი. მას გავდა სულისაც .წარმოიდგინეთ რა ტკივილი უნდა განეცადა ერთდროს მშვიდსა და უწყინარ ქალს ისეთი ,რომ ასე გარდასახულიყო.
ციხის კარიბჭეს გამოსცადა სულისა და ჩამოიქცა მისი კედლები ,ყველა ვინც გამოქცევა ვერ მოახერხა ქვეშ მოიყოლა. არსად არ სჩანდა ავი.
ცას ახედა სულისამ და საერთოდ ვერ დაინახა, ბრაზმა შეიპყრო.
_ თუ ტყეს სარგებლის მოტანა არ შეუძლია და მხოლოდ ბოროტების მსახურად და სამალავად ქცეულა სულაც აღიგავოს მიწისაგან პირისა! _ თქვა და ცეცხლს მისცა იქაურობა. არც მისი სულწაწყმედილი მაცხოვრებლები შებრალებია.
ასეა ადრე თუ გვიან რასაც დასთესავ ,სწორედ იმას მოიმკი!
დაწყევლილ ტყემდე არც თუ შორი გზა იყო დარჩენილი. უტამ ხანძარი რომ იგრძნო. იგრძნო და ტყის თავზე მათრახივით დაკლაკნილ ცეცხლის ენებსაც ჰკიდია მახვილი თვალი.
გული შეეკუმშა. იფიქრა, რომ დააგვიანა. ფრთები ძლიერად დაიქნია და წამში გალია მანძილი ცეცხლწაკიდებულ ტყემდე. მაგრამ ხანძარი ისეთი ძალით გიზგიზებდა შეუძლებელი იყო სულისა ცოცხალი გადარჩენილიყო. მუხლებზე დაეცა უტა. რა საშინელებაა, როცა იმედი გემსხვრევა.რაც უფრო დიდია იმედი ,მით უფრო მტკივნეულია იმედგაცრუება.
ამასობაში საომრად გამოწყობილი მოზრდილი გუნდი გამოჩნდა. მთელი სისწრაფით მოქროდნენ და კინოდან გადმოსულ რაინდებს ჰგავდნენ. წინ ყვავთა მრისხანე ბატონი მოუძღვოდათ,მის მხარდამხარ შოთო და მამამისი აწ უკვე ცოდვაშენდობილი, მეფის მრჩეველი და მთავარი სარდალი შიო. ყოველი ყორანი, რომელიც სინათლის მხარეს ირჩევდა, წყევლისგან თავისუფლებოდა და სახეს იბრუნებდა.
მბრძანებელი წამში მოიჭრა . თვალებში სასოწარკვეთა ეტყობოდა. მუხლებზე დაცემულ უტასთან მივიდა და მისგან იმედის სულ პატარა სხივის მოლოდინში თვალებში ჩააცქერდა.
_შვილო..._ვედრებით მიმართა.
უტან თავი გადააქნია.
_დავაგვიანე!_მხოლოდ ერთი სიტყვა თქვა .
ანანო ჯერ შორიდან უყურებდა მათ. და გული ეწვოდა უტას ტკივილის დანახვაზე. შემდეგ ტყეს გახედა , გახედა და იგრძნო, რაღაც მისთვის ახლობელი და ნაცნობი იყო იქ. და მას დახმარება სჭირდებოდა. დაუფიქრებლად წავიდა ანანო ხანძრისკენ და სანამ ვინმე შეამჩნევდა ცეცხლში გაუჩინარდა. მთვარომ წამში მოისაკლისა ანანო ,მაგრამ მხოლოდ მის სილუეტსღა მიატანა თვალი.
_ უფლისწულო ანანო.. ანანო.. _ხელით ტყისკენ ანიშნებდა და უძლურების ცრემლებით იხრჩობოდა მთვარო.
უტა ფეხზე წამოდგა და როცა მიხვდა, რაც მოხდა თავადაც ცეცხლისკენ გაიჭრა.
_ შეაჩერეთ უფლისწული!_ ბრძანა მბრძანებელმა_ რადაც არ უნდა დაგიჯდეთ დააკავეთ!
ხვდებოდა უბედური მამა გონებაარეულ უტა საკუთარ თავს ავნებდა. გვიან მაგრამ მაინც გაიაზრა მბრძანებელმა თუ რა დიდი იყო მისი დანაშაული საკუთარი შვილის მიმართ. გვიან მიხვდა თუ რამდენად უყვარდა შვილი. და არ სურდა იმ ერთადერთს, რაც ცხოვრებისგან და სიყვარულისგან დარჩა რამე დაშავებოდა.
ცეცხლი თითქოს გზას უთმობდა ანანოს. ფეხებზე ელამუნებოდა, მაგრამ არ სწვავდა. მეტიც ანანოს ისეთი შეგრძნება ჰქონდა თითქოს ეფერებოდა. ტყე იწვოდა და როგორც ცოცხალი არსება ისე წიოდა. წლებით ნაგროვები და ნაბუდარი ბოროტება ნადგურდებოდა და ცეცხლში ინაცრებოდა.
ყველაფერს წმენდდა ცეცხლის ალი.
და ახალი სიცოცხლისთვის ამზადებდა. ანანო გულისხმას მიჰყვებოდა . სანამ ბოლოს ცეცხლის წყარომდე არ მიაღწია.
ქალს სხეულის ფორმა დაეკარგა და სტიქიად ქცეულიყო. თითქოს მზე ჩამოვარდნილიყო დედამიწაზე. ბორგავდა და ვერ მშვიდდებოდა. აალებული თვალებით რასაც შეხედავდა წვავდა და ბუგავდა. ანანო შინაგანად გრძნობდა, რომ ეს არსება მას ვერ ავნებდა. ამიტომ უყოყმანოდ უახლოვდებოდა. მის ლავად ქცეულ ხელს ხელი მოჰკიდა და საკუთარი ემოცია გაუზიარა. დაამშვიდა ,დაარწმუნა, რომ მინდოდა და ნელ_ნელა ჯერ გულში ჩაუქრო მძვინვარების ხანძარი, შემდეგ მის გარშემო გაანავლა ცეცხლის მოცეკვავე ალები და ბოლოს მთლიანად დაიმორჩილა თავსგასული სტიქია. გარშემო მიმოიხედა და მხოლოდ გაჭვარტლული ნანგრევები და გადამწვარი დაგრეხილი ხეები დაინახა. მას შეხედა და სრულიად შიშველი მშვენიერი შავთმიანი ქალი დაინახა. მისი თვალები ეცნო. ნაცრისფერი ლამაზი თვალები.ეს ფერი სხვაში ვერ აერეოდა ანანოს. მიხვდა მის წინ დედოფალი სულისა იდგა.
დაღლილ სულისას საკუთარი გრძელი მოსაცმელი მოაცვა. ხელი მოხვია და მის წლების მონატრებულ ოჯახთან წამოიყვანა.
უყურებდნენ და ხვდებოდნენ ტყეში რაღაც უცნაური და ამოუცნობი ხდებოდა. ცეცხლი ნელ_ნელა მშვიდდებოდა, თითქოს იძინებდა. ბოლოს სულაც ჩაქრა და ტყიდან მომავალი ორი სილუეტი გამოჩნდა.
_ ანანო!_ იყვირა უტამ და მისკენ გაიჭრა. ახლოს მისულმა მის თანამგზავრში დედა რომ ამოიცნო უცებ გაშეშდა და დაიბნა. ისეთი იყო, როგორც ბავშვობაში. ვერც დროს ვერც ტკივილს და ტანჯვას მისი სილამაზისთვის ვერა დაეკლო რა.
_ დედა,- ამოთქვა წლების ნანატრი სიტყვა და თავისი ორი საყვარელი ქალი ერთდროულად ჩაიკრა გულში.
მბრძანებელი ჯერ შორიდან უყურებდა სულისას. თითქოს არ სჯეროდა მისი დაბრუნება. გაიხსენა ყველა ცუდი აზრი და ფიქრი , რაც მისი გაუჩინარების შემდეგ ტანჯავდა და თვალები საუკუნის დამშრალმა ცრემლმა აივსო.
_ სულისა ჩემი დედოფალო!_ხელები მოხვია საყვარელ მეუღლეს. მერე ხელში აიყვანა და გულში ჩაიხუტა
სწორედ იმ დროს, როცა განცდილმა ემოციებმა ყველა მოადუნა და ყურადღება გაუფანტა. გაისმა ავი ღრიალი . ანანომ თვალის დახამხამება ვერ მოასწრო,რომ უტამ გულში ჩაიკრა და გადაეფარა. გულამდე ჩაერჭო უტას ავისგან ანანოსთვის დარტყმული ხანჯალი..
სიმწრით იღრიალა მბრძანებელმა მიეჭრა ავს ხელი ყელში ჩაავლო და თავი წიწილასავით გააწყვიტა. ასე უბრალოდ წამში დასრულდა წყვდიადის საუკუნოვანი სიბოროტე.
ანანოს კალთაში ედო თავი უტას და მთელი ძალით ცდილობდა მისთვის საკუთარი ენერგიის,სინათლისა და სულის განაწილებას დარდისგან გაგიჟებული გოგო. მაგრამ ავის საწამლავი ხანჯლიდან უტას სხეულში სწრაფად ვრცელდებოდა. ძარღვებივით მიიკლაკნებოდა შავი ბალღამი მის ფერმკრთალ სხეულში. საკუთარი უღონობა სტანჯავდა ანანოს. თუმცა ყველა მცდელობის მიუხედავად ვერაფერს შველოდა უტას. მეფის ამალამ უტა ხელში აყვანილი წაიყვანა. სულისა ცალკე გადატანილი ამიბისგან და ცალკე შვილის უბედურებისგან გონმიხდილი წაასვენეს.
მხოლოდ მთვაროს გაახსენდა ანანო. რომელიც გაშეშებული იმავე პოზაში იჯდა და სისხლით მოთხვრილი ხელებს უაზროდ დასჩერებოდა. მივიდა მხარზე ხელი მოხვია წამოაყენა და უტას მთის სახლში სახლში წაიყვანა.
_თუ მისთვის რამის გაკეთება შეიძლება იქ დაეხმარებიან. მაგრამ შენი წაყვანა არ შემიძლია ანანო. ახლა უნდა წავიდე და შევძლებ თუ არა დავბრუნდები!-უთხრა მთვარომ ანანოს ,როცა გოგონა ასე თუ ისე
გონს მოეგო. დარწმუნდა მთავრო რომ ანანოს არა უჭირდა რა ,გამოემშვიდობა და ყორნების ქვეყანაში დაბრუნდა.
და დარჩა ანანო უზარმაზარ სახლში მარტო. სახლში სადაც ყველაფერი უტას ახსენებდა. ლოდინზე მეტად გაურკვევლობა სტანჯავდა ანანოს. ხან და ხან საშინელი უიმედობა იპყრობდა . მიდიოდა გვირილების მინდორზე და უტას ხმამაღლა ეძახდა....მას ხომ ანანოს ფიქრიც კი ესმოდა. რატომ ახლა არ აგონებდა ? ეს ფიქრები გულს იკლავდა გოგონას.
ნუთუ ?????
ვე რა
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1