იმ თვალთა ცქერიდან, ტილოს რომ შეაბი..
როგორი ფიქრითაც სამყაროს გიყვარდი...
ისეთი სინაზით მოვედი შენამდის...
ეს თხელი ფარფატა საღილეს გახსნილი...
დაჩითულ კაბიდან მკერდი რომ ელვარებს...
ადევნებ თვალებს ბასრ მზერა გახსნილი..
და შავი კულული დეკოლტეს მიფარე..
გიცქერი ტილოდან მინდა რომ, გავცოცხლდე...
ნახატი ხელებით შეგეხო ხელებზე...
რამდენი წლების ფიქრები ვაცოცხლე..
ნახატის დასასრულს რამდენი ველოდე...
და ახლა როდესაც შენს თმას ჭაღარა ...
თოვლივით ქათქათა ფერები ამშვენებს...
მე ისევ პატარა გოგოვარ ნამქერა ...
ტილოდან გაქცევის ფუნჯები მაშველე...
სიბერე შეგტყვია დღეს უკეთ შეგატყე..
ჭასავით თვალებში სიღრმეში ვიხრჩობი...
ამ თხელ კაბაში ფერები შემივსე..
ხატვა რომ დამიწყე თავიდან მინდოდი..
რამდერჯერ ჩემს ნახატს აფარე ზეწარი..
არ გსურდა გეხილე ნახატის აღსასრულს...
უსულოთ კედელზე დაკიდვას ბედავდი...
მე კი გავცოცხლდი ნახატის დასასრულს..
არ გსურდა უჩემოდ გაგევლო ნაბიჯი...
უჩემოდ გესუნტქვა და მუდამ მმალავდი...
რადგანაც მე ვიყავ ნახატის არშიყი...
და შენ სხვა ქლით უღელს აბავდი..
დამთავრდა ფუნჯებმა იპოვეს სასვენი...
შენს სულსაც ამოხვდა ოხვრა გოდებით...
მე ჩითის კაბით მკერდს შეხსნილ სამშვენი..
გადმოველ ტილოდან... და უკან მოგყვები..
02.11.2024
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2