არც ავი თვალის მჯერა, არც თარსი და ბედნიერი რიცხვების, შავი კატაც თავისთვის ცხოვრობს და სულ არ ადარდებს ჩემი გზა...
მგონია რომ ვერც სხვისი წყევლა გამაშავებს და ვერც შეძახილი გამახმობს... მხოლოდ დალოცვას და ლოცვას ვენდობი, ის ღვთიურია, კეთილი გულიდან ამოსული და არ შეიძლება ძალა არ ჰქონდეს.
მძულს სასარგებლო ნაცნობობა... დასახმარებლად გამოწვდილი ხელიც შეიძლება დაიღალოს და დახმარების მთხოვნელისაც, ამიტომ მხოლოდ ჩემს თავს ვეყრდნობი და არ განვიკითხავ სხვებს, მაგრამ არც სხვისი აზრია ჩემთვის მნიშვნელოვანი...
მინდა მჯეროდეს სასწაულის... ვცხოვრობ ჩემთვის, უხმაუროდ... ველოდები აყვავებულ გაზაფხულს და ზოგჯერ, როგორც ყველა, მეც ვცდები..."
📖 წიგნიდან - ჰემი, ჩემი ნახევარი.
✍ ცირა ტურაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2