ჭიქა არაყში მოგივა მადა ...
ვით მთვარეული ბარბაცს დაიწყებ ....
და ორთაჭალის ლამაზებს ნახავ..
მთვარე დამალავს ჭორფლიან სახეს...
ქიმით დაჯდება არყის ჭიქაზე ..
ჯერ დაუწერელ ლექსებსაც დახევს....
და ჩემს სიყვარულს გაგიცვლის სხვაზე....
ერთი მეორეს შეცვლის-- აბა რააა!!....
სიუჟეტები მოჰყვება გრძელი....
კი ვიცი ასე რამ შეგაყვარა....
ქალი, ჭაჭა და სიმღერა ძველი...
თეთრი სიგიჟე აგიჟებს ლოთებს...
და ვით არწივი გეშლებათ ფრთები...
მოეფერებით წერწეტა ბოთლებს..
ქალს რად ღალატობთ ამით ვერც ხვდებით...
დალევ და ფინალს აქ აასრულებ...
გაგინელდება ბახუსზე ვნება....
იმ ქალის მკერდზე ოცნება შენი....
ვით საპნის ბუშტი უკვალოდ ქრება...
ქარიშხალივით ამოვა შენთან...
ბაგეზე კოცნას მოგპარავს ქალი...
მინდოდა შენთვის რაღაცა მეთქვა..
მაინც მიყვარხარ თუნდ იყო მთვრალი. ...
26.07.2022
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5