და მის თვალებში მოკვდა სამყაროც.. .
კალამი ფურცელს ადნება კვნესით...
თითქოს ანდერძს წერს და ჩემთან ატანსო..
თოვლს მიაქვს ჩემი ნაფეხურები..
კვალსაც ვერ ვტოვებ ქრება უჩემოდ. .
გრძნობას ქარიშხლად აფეთქებული...
ლექსის სიკვდილმა როგორ უშველოს...
დროს ვერ ვაჩერებ საათის ისრებს...
მასაც ცხოვრების დასდევს ჯალათი...
რითმები ლექსმა წალეკა ისევ...
ამ სიყარულთან რად ღირს კამათი...
ნუ მოიკითხავთ დარდების და წყენას...
პწკალი- პწკალს ეცა დაწერა ლექსი...
ნუღარ დაეძებთ დაკარგულ რწმენას..
გარდაიცვალა დღეიდან ჩემში...
ვინ მოსთვლის კიდევ რამდენი მსურდა...
მე ჩემს თიატრში ფეხით ვიარე...
სცენას დაეშვა წითელი ფარდა.. ..
და მე ჩემს როლზე დავაგვიანე....
შორსავარ შენგან და მარტოსული...
ფურცელს ვაჯღაბნი იისფერ მელანს...
ვერგაპატიე დრო გარდასული....
იქნებ უფალმა შეგინდოს ყველა...
მოვკვდი და ისევ გავცოცხლდი თითქოს...
ხან ყველა წყენა მივეცი წარსულს...
გული კარების გაღებას ითხოვს...
მაგრამ ქარიშხლის შემოსვლა არმსურს....
გზად მიმავალი სიბერე შემხვდა....
ბავშობის ხანაც იყო პატარა.....
მე ქარიშხალი მუდამ თან მდევდა....
და ყმაწვილობაც გამომეპარა....
27.04.2022
#მლ
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3