- - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - - -- - - - - - - - - -
ოხ! როგორ ძლიერ მენატრები
ჩემო ქვეყანავ,
ოხ! როგორ მინდა ჩავისუნთქო
შენი ჰაერი,
შენ! ბუმბერაზო საქართველოვ,
ჩემო მზეთვალავ,
აბა შენსაებ სანუკვარი ქვეყნად
რა არი?!
გულს,
საქართველოს მიწის სუნის
სუნთქვა მოსურდა,
შორს სამშობლოდან,
მენატრება მისი მთა-ბარი,
ჩემი სამშობლოს მიწა-წყალის
ხილვა მომწყურდა,
ჩემი სამშობლოს!
რომ ვერ ვნახე მისი სადარი,
მინდა დავსველდე,...
სამშობლოში წამოსულ წვიმით,
და ეს სისველე რომ შემაშროს
მისმა მზის სხივმა,
მინდა ვირბინო მის მიწაზე
ფეხშიშველ ფეხით,
მთაში მეცხვარის,
გავიგონო გალობა მინდა,
მის გაზაფხულზე ია-ვარდის
რომ დავტკბე სუნით,
მის მდინარეებს,
რომ მივენდო მე ცხელ ზაფხულში,
შემოდგომაზე რომ დავითვრე
ვაზის ნაწურით,
და ცხელ ღუმელში,
ჭადი ვაცხო მის ცივ ზამთარში,
მე საქართველოს ხილვა ძლიერ,
ძლიერ მომინდა!
მსურს ჩავისუნთქო მთელი ძალით
მისი სურნელი,
მე საქართველოს მიწა გულზე
დამედვას მინდა,
არმინდა დარჩეს ჩემი ნეშტი,
უცხო მხარეში.
(ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 21