Предыдущая публикация
++++++++++++++++++++++++++++++
როცა გვინდა და რაც გვინდა,
როგორ მალე ვიჯერებთ,
წელს ჩინური ჰოროსკოპით
სკუპ-სკუპ, მოხტის ყურცქვიტა,
ვეფხვის წელი ხელს დაგვიქნევს
კურდღელს ადგილს დაუთმობს,
წელს ვეფხვებმა იბობოქრეს,
კურდღელი გულს გაგვითბობს?
მართალია მშიშარაა,
მაგრამ ჩქარი თან ფრთხილი,
იმედია გლეხი კაცის,
აიწევა მახვილი,
არა, სისხლის ღვრას ვინ ამბობს!
სიტყვით გზები გაგვეხსნას,
ვიშრომოთ და დაგვიფასდეს,
თავს ლაფი არ დაგვესხას,
მოდი, მოდი ყურცქვიტელავ,
ცუნცულა და ლამაზო,
თუ სტაფილოს დაგახვედრებთ,
კომბოსტოს და საზამთროს,
შენც ხომ გლეხ-კაცს დააპურებ
და მტრებს ჭკუით დააბრთხობ?!
//ავტორი ნარგიზი ჯაფარიძე//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 3