Предыдущая публикация
როგორ გაუძლოს გულმა ამ ტკივილს,
როცა შიგ გულში ცეცხლის ალია,
როცა ვუყურებ ამდენ მათხოვრებს,
თვალებს ყოფნა რომ არ უხარიათ
როცა ამდენი ტკივილი მეფობს
უიმედობის ქარიშხალია,
გუშინ ვხედავდი, გუშინ ის იყო,
დღეს კი არ არის, დღეს ის მკვდარია
როგორ გავუძლო სულის წრიალს,
ეს წარსულს არ გავს, სულ სხვა წლებია,
სხვისი ტკივილით გაბრუებული
საკუთარი, რომ დაგვიწყებია.
მინდა ტირილი, თითქოს ცრემლებიც,
გაქვავებულა, ყინულად იქცა
ამდენ ცოდვებით დამძიმებული
ხალხის ტარება დღეს უჭირს მიწას
დღეს უზნეობას ზნეობას ვარქმევთ,
დღეს ფულზე ვყიდით, რაც გვაბადია
და ვეღარ ვარჩევთ რა არის კარგი
რა რაის ცოდვა და რა მადლია
მე კი მე რმერთო, იმედად ქვეყნად
შენს მეტი არვინ არ მაბადია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев