Предыдущая публикация
არ მინდა ჯერ სიკვდილს თვალებში შევხედო,
მე მინდა ლამაზი ცხოვრებით დატკბობა,
ვერ ვიტან სიცივეს, ვერ ვიტან სიბნელეს,
აქა ვარ და ზოგჯერ მცივა და მარტო ვარ.
არ ჩავთვლი ამ ქვეყნად უაზროდ მოვედი,
თუ მედგრად მივყევი ცხოვრების დინებას,
და თუკი მივხვდები აქ რისთვის მოვედი
და რისთვის ვიცოცხლე თუ მეცოდინება.
ეს ვიცი ნამდვილად,ეს კარგად გავიგე
გულს რომ კლავს,სულს რომ კლავსმტრობა და გესლია,
არასდროს მოვკვდებით, არასდროს გავქრებით
ამ ქვეყნად სიკეთე თუ დაგვითესია.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев