Предыдущая публикация
და ისევ ქარის წისქვილებს ვებრძვი,
ჩერდება წამი ... უეცრად ვხვდები,
ვერ ვამჩნევ სამყაროს,ვერ ვხედავ ვერვის.
ჩაბრუნებული, საკუთარ თავში,
სულში თეთრ სევდად შეგამჩნევ მერე,
მიმოვიხედავ მზეს ვეძებ ცაში,
ვეძებ სამყაროს ნაირფერ ფერებს.
შენი სახება კვლავ მიცოცხლდება,
და სულს ვთხოვ პასუხს ჯიუტად მწარედ,
რაა მთავარი , რაც შიგნით ხდება,
თუ ის,ძალით რომ ვაგდებ სიყვარულს გარეთ.
(გ.მ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1