Предыдущая публикация
ღაწვზე ოცნების ცრემლი რომ დაგორდა,
შენი სახება მაგონებს იდილიას,
რა იდუმალი ხარ ... მუდამ გეტყვი და...
ყველა ვარსკვლავი ღამის ხომ შენია,
მღელვარე ზღვა ხარ ,უსაზღვროება,
შენში ტალღების აურზაურია,
და მინდვრის ყვავილების უმანკოება.
ცისფერ თვალებში ზღვა და ინტიმია,
ზღვაზე ქარისცემა არღვევს იდილიას,
რამდენი ხანია ცრემლით აღარ მიტირია,
უსაზღვროდ მიყვარხარ, რა გასაკვირია.
რა იდუმალი ხარ ... ზღაპრულო ფერიავ,
ნახატი და-ვინჩის თუ დიდი ვან გოგის,
შენში უსაზღვროდ ბევრი ფერია,
მუსიკა შუბერტის, ბახის და მოცარტის.
სწორად შემიფასე , ასე ოცნებიანს,
ღაწვზე ოცნების ცრემლი რომ დაგორდა,
შენი სახება მაგონებს იდილიას,
რა იდუმალი ხარ ... მუდამ გეტყვი და...
(გ.მ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев