ვიცი და კიდეც არ ვიცი,რატომ ასე მალულად,
მე შენ შემიყვარდი ... რაღაც საოცრად,ლამაზად და ასე გამორჩეულად
მე შენ შემიყვარდი ... სულში სიხარულია და სიყვარულის მარულა,
მე შენ შემიყვარდი ... ასე ჩვეულად და ძლიერ არაჩვეულებრივად.
თვალები შევიყვარე შენი, თბილი და ცისფერი,
ამ თვალებს სამყაროს უსასრულობამდე გამოვყვები,
ღიმილი შევიყვარე შენი და სევდა ნისლისფერი,
წვიმის წვეთების მუსიკას შენს სულში ამოვყევი.
სული შემიყვარდა შენი, ბუმბერაზი და გულიანი,
გული შემიყვარდა შენი, დაღარული და სულიანი,
სუნთქვა შემიყვარდა შენი, ჩემს სულს აცდენილი,
ოცნება შემიყვარდა შენი, სამყაროს გაცდენილი.
შენს სავალ გზებს დავყვები ორეული,
ჰორიზონტის იქით?... იქაც გამოგყვები.
სიზმრებს შევიყვარებ შენსას, მთვარეული,
ფიქრში ჩაგიქროლებ, გულში აღმოვჩნდები.
ნოემბერია და ერთი სიყვარულის ერთი ამინდია
ფერთა საოცრება , გული რომ შენსკენ გამოსწია,
მოცარტის სიმფონია, სიყვარულის მაქვს ამბიცია,
განა წამიერის? -- მარადიულობის ფერთა ამბოხია.
მე შენ შემიყვარდი გიჟურად, სრულებით ეულად,
განა ერთი წამით? - დედას გეფიცები! მარადიულად,
ჩემს ცხოვრებაში შენ გამოჩნდი ანგელოზ გრძნეულად,
შენში ღმერთქალი შევიყვარე, შენნაირი და შენეულად.
(შავი პრინცი)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев