Предыдущая публикация
ის რაც შემოიტანე,
ისე ძლიერ შეგეჩვიე ახლა
ვეღარ ვიზამთრებ,
ჩაწვა ნისლად სულის ფსკერზე
იისფერი სიბლანტე.
გადავცურე ოკიანე
ნავში გამოვიზამთრე.
მოვაღწიე ისევ ნაპირს,
ნატვრით იქ რომ დამიხვდე,
ცას ლაჟვარდი ჩამოვწურე
პეშვით ჩამოგიტანე.
ფიქრით ქოხის მბჟუტავ შუქზე,
ნაკვერჩხლიან ღადარზე.
ტუჩის ორთქლით თითებს გითბობ
ოცნება მოგიტანე,
ისევ ნაპირს მოვადექი,
კარზე მოვაკაკუნე,
ცისფერიან დიდრონ თვალებს
ვიგრძნობ როგორც სინათლეს.
და არმინდა მოვკლა ჩემში
ამ შეხვედრის სიცხადე...
ეჭვი ავად ამეკიდა
დაფეთება ვისწავლე.
ნავით ნაპირს მოვადექი,
დამხვდი! - რადგან იცოდე!
ცისფერიან დიდრონ თვალებს
ვეძებ როგორც სინათლეს!
(გ.მ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев