პეპელა დასდევს პეპელას,
ფიფქები მოდის ვარდისფერი,
ჩიტი ჩიტს ჟღურტულით ეფერა.
ეს სილამაზე ფიქრებს რომ აჰყვა,
მახსოვს გაჩენის დღიდანვე მწამდა,
მე სიყვარული მირწევდა აკვანს,
აკვანს ცისფერი თვალები აჩნდა.
მე ახლა ვხედავ ბავშვობის ფერებს,
და სევდას ჩემსას ბავშვობა ათბობს,
მახსოვს ჩავხედე შენს ცისფერ თვალებს,
ჩემს მოგონებებს ვარდისფრად ათოვს.
თოვს ვარდისფერად,ყვავილთა ფიფქი
მე იმ ბავშვივით ვეღარ მახარებს,
ვგრძნობ წლებსაც უკვე ჩქარ-ჩქარა ვითვლი,
ხარბი სიბერე თავს დამხარხარებს.
ყვავილის ფიფქთა ჩუმი შრიალი,
ისევ მახსენებს ოცნების წამებს,
და ეს ბავშვური გულის ფრთხიალიც,
ეკუთვნის ისევ შენს ცისფერ თვალებს.
ეს ხომ ჩემს პირველ სიყვარულს ათოვს,
თოვის სიჩუმე შენი ხმა არის ,
შენი თვალების ლაჟვარდი მაკრთობს,
გამოსხივება ცისფერი ალის.
ატმის ყვავილთა გავსცქერი ნათოვს,
სულს ეუფლება სიცოცხლის სევდა,
ეს ჩემს დაკარგულ ოცნებებს ათოვს,
დათოვლილ საფლავს ვუყურებ ჩემსას.
(გ.მ.)
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1