ყური მოვკარი საუბარს და ბოლო ფრაზა დამამახსოვრდა: “უნდა მოსთხოვო მეტი ყურადღება”, გამეღიმა ამ ფრაზაზე. და მერე? დავუშვათ მოსთხოვე ადამიანს მეტი ყურადღება, ისიც ცოტა ხნით ამოიქოქა და უფრო ყურადღებიანი გახდა, მაგრამ გავა დრო და ეს ცეცხლი ისევ ჩაქრება, რადგან ურთიერთობა “მოთხოვნაზე” კი არა გულიდან წამოსულ სითბოზე და მზრუნველობაზე დგას. არავის არაფერი არ უნდა მოსთხოვო, განსაკუთრებით ადამიანური სითბო, მხარდაჭერა, გაგება და ყურადღება, რადგან ეს ყოველივე გულიდან უნდა მოდიოდეს და სწორედ მაშინ იქნება ნამდვილი. ❤️
    1 комментарий
    0 классов
    ასე საით ჩქარობ ქალბატონო?! ნეტავ, საით მიქრის გზები? ფეხებს გაუთელავთ უმოწყალოდ, ერთდროს სალაღობო ფრთები. მახსოვს გულის რწმენით ქალბატონო, ფრთების ფარფატით და რხევით, ფიქრებს მოისხამდი საბატონოს, მერე მზეს სწვდებოდი ფრენით. მერე ოცნებებით ქალბატონო, ცაში მედიდური მზერით, მზესთან პაექრობდი თანატოლო, სწორს ვერ პოულობდი გვერდით. ახლა მზეც არსად ჩანს ქალბატონო, აღარც შენ მნათობობ ფერით, ქუჩებს შერჩენია სამახსოვროდ, ძველი ოცნებების მტვერი. ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ ქალბატონო, ახლა სხვა იმედის რწმენით, სულში სინანულიც აღარ ომობს, აღარც თვალს გისველებს ცრემლი. ნეტავ საით ჩქარობ ქალბატონო?! ნეტავ, საით მიდის გზები? უფრთოდ, უოცნებოდ, სალაღობოს, ასეთს რას გპირდება წლები?!. ნიკოლოზ ღვინიანიძე
    1 комментарий
    4 класса
    ,,ყველა კითხვასა და გაუგებრობას პასუხობს დრო.. ეს ჩვენ გვეჩქარება მალე დავარქვათ ყველაფერს თავის სახელი, რადგან ვერ ვითმენთ ლოდინს, მონატრებას, უსამართლობას, უარყოფას... არადა დროს ყველაფერი თავისი დროით მოაქვს." 🖊 ცირა ტურაშვილი
    1 комментарий
    1 класс
    მე ასეთი ვარ, სიხარულისთვის მცირედიც მყოფნის, რადგან ვიცი, წუთებისგან იქსოვება ჩვენი ცხოვრება... ჰო, ასეთი ვარ, ადამიანს მუდამ თვალებში ვუმზერ, რადგან ბაგისგან განსხვავებით თვალები არ მოიტყუება. ადვილად ვპატიობ, მაგრამ მაქვს ჩემი ზღვარი, რომელსაც ერთხელ თუ გადავლენ ძველ ნდობასა და პატივისცემას ვეღარ დაიბრუნებენ. ია კარგარეთელი
    1 комментарий
    1 класс
    ,,ნუ ელოდები უკეთეს დროს ბედნიერებისთვის, ასე შეიძლება მთელი ცხოვრება გამოტოვო.. რადგან ისიც ხომ ბედნიერებაა, როცა არაფერი ხდება და უბრალოდ ცხოვრობ მშვიდად და ლამაზად.." 🖊 ცირა ტურაშვილი
    1 комментарий
    2 класса
    ადრე ვფიქრობდი, რომ პასუხის დაბრუნება უკეთესი იყო... მეგონა, თუ ყველაფერს ავუხსნიდი ადამიანს გავაგებინებდი, მაგრამ ცხოვრებამ მასწავლა, რომ რამდენიც არ უნდა ეცადო ახსნა რაიმე, ვერაფერს გააგებინებ მას, ვისაც გაგონება არ სურს. ახლა ვიცი, რომ დროს და ნერვებს ყველაზე მეტად სჭირდება მოფრთხილდება. ვისაც ჩვენი ესმის, იმასთან არაფრის ახსნა არ არის საჭირო, ხოლო ვინც ჩვენგან სულიერად შორსაა, მას გულიც რომ ხელისგულზე დაუდო, ვერაფერს გააგებინებ. ია #კარგარეთელი
    1 комментарий
    4 класса
    •◇• იმედი არ კვდება, მრავალი სიცოცხლე აქვს!... გაზაფხულივით...🍂🌿 ჯი ნონი
    1 комментарий
    4 класса
    შენ არ ხარ "უბრალოდ დედა" შენ პატარა ადამიანის მთელი სამყარო ხარ ❤️‍🩹
    1 комментарий
    4 класса
    უამრავი ლამაზი სიტყვა არსებობს, მაგრამ ყველაზე სანდო მაინც ადამიანის ქმედებებია...🥰💛❣️
    1 комментарий
    3 класса
    "ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა, ფარად მოგცეს არწივივით ქმარი, შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა, მარად იყოს სიყვარულით მთვრალი. იყავ მშვიდი,მორჩილი და მთმენი, (?!) შეგიყვაროს კაცმა ერთადერთმა, ბედნიერად ჩაგემარცვლოს დღენი, ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა, როგორ გშვენის ლერწმის ტანზე ფარჩა, ვიწრო წელზე გიშრისფერი თმები, ღვთისმშობელი აგარიდებს ავდარს და მფარველი ანგელოზის ფრთები. აშრიალე ლერწმის ტანზე ფარჩა, აფრიალე თმები გიშრისფერი... ქვეყანაზე არსად აღარ დარჩა, ერთი ქალიც, _ შენი ფეხის მტვერი. ჭრელ კაბაში დაგაბეროს ღმერთმა." თინათინ მღვდლიაშვილი
    1 комментарий
    4 класса
Закреплено
  • Класс

https://youtube.com/watch?v=Jb9oQM9yiOI&si=HtUOnk-6zZgsDfFO

  • Класс
Показать ещё