მოვა დრო და ერთხელაც, შეხედულება ჩაგვადნება და ნაცვლად, მოვა გაცნობიერება: გარეგნულობა არაფერია, შინაგან სილამაზესთან შედარებით. მანამდე კი ბევრჯერ მოგვიწევს, პირველი წვიმით ჩამორეცხელი ნიღაბის გამო „პირის დაღება“.მოვა დრო და ერთხელაც, მოგვბეზრდება ტკივილის ტარება და მივაგნებთ ჩვენ შიგნით არსებულ საიდუმლოს, რომელიც მიბჟუტული მუდმივად ანათებს და თურმე, საკმარისია ტუჩები ლამაზად „მოვპრუწოთ“ და სული ნაზად შევუბეროთ – ნაკვერჩხალი გაღვივდება, ცეცხლიც აგიზგიზდება და სიცოცხლეც მოგვინდება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев