Предыдущая публикация
არც შენ გტკიოდეს....
მე ყველაფერი ავწონ-დავწონე...
არსებობს ხალხი, ვისაც ვუყვარვარ...
და ვისაც თავი ვერ მოვაწონე....
ვნახე სიკეთეც, და ვთქვი მადლობა...
ბევრჯერ ზურგიდან ტყვიაც ვირგუნე..
არსებობს ხალხი, ვინც დამიბრუნდა...
და მე კი მაინც ვერ დავიბრუნე...
როგორც შემეძლო ნელა ვიარე...
ყველგან წავაგე, თუკი ვიჩქარე...
არცერთი წამი არ მინანია,
რაც მოთმინებით გადავიტანე...
რას არ გაუძლებ, რას არ აიტან...
ბოლოს და ბოლოს გულსაც გახედნი,,,
მაგრამ არასდროს დაგავიწყდება,,,]
ეკლიან გზაზე როგორ წახვედი...
აღარ მაშინებს სხვისი სიცივე...
რაც გამიკვირდა, უკვე ვიგუე...
ჩემში სინათლე მაშინ გამოჩნდა...
იმედი როცა გადავიწურე.”
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1