არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
არ მიყვარს ღრუბლიანი დღე, რადგან არ მომწონს, როცა მზეს მიმალავენ...
მეშინია სიმაღლის და მაინც უსაშველოდ მიყვარს მთები...
რადგან მუდამ მგონია, რომ მთის ბილიკებს მივყავარ ღმერთთან...
და მაინც, არ მეშინია ფრენის...
ძალიან მაოცებენ, მუდამ რაღაცით უკმაყოფილო ადამიანები...
არ მიყვარს უმთვარო ღამე და ცარიელი ცა... ცა ვარსკვლავების გარეშე..
მებრალება შურიანი ადამიანი... და მეზიზღება შური...
ვგიჟდები უბრალო, თავისუფალ ურთიერთობებზე... მიყვარს იქ ყოფნა, სადაც სითბოა, სიყვარული და გულღია ხალხი... არ მინდა დილა მზის გარეშე...!
არ მინდა ადამიანების დაკარგვა უბრალო მიზეზების გამო...
არ მომწონს კამათი და მაოცებენ გულცივი, ურეაქციო ადამიანები...
ვერ ვიტან ჩაკეტილ სივრცეს... რადგან არასოდეს მყოფნის ოთახის ჰაერი...
/ნანა მეფარიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1