გააღე გული იმედის მზისკენ, ნუღარ დაელოდები სხვის სინათლეს.
შენ თავად ხარ ის სხივი, რომელიც გზას გაუნათებს სხვასაც!
დატოვე სიბნელე, გადადგი ნაბიჯი სიხარულისკენ.
გაუშვი ღიმილი, ისეთი, რომელიც ჰაერსაც აავსებს სიცოცხლით.
გაებედე გაფურჩქვნა, როგორც ყვავილი წვიმის შემდეგ,
და ყველგან გააჩინე ფერები,
სადაც სიჩუმე და სევდა დაბუდებულა.
გახდი ხმა, რომელიც გულს გაუთბობს სხვებს.
მხოლოდ ერთი თბილი სიტყვა საკმარისია —
შესაძლოა, ის იყოს სხვისთვის იმედის ბოლო ნაპერწკალი.
გახდი გრილი ნიავი, რომელიც სულიერს განუახლებს ძალას.
დამკვიდრდი სიმშვიდეში და მაშინ შენვე დაინახავ,
როგორ დაიწყებს სამყაროც გაზაფხულის სურნელით ფეთქვას.
შენ შეგიძლია!
იყავი მზის სითბო, რომელიც არ ეგუება გუშინდელ სიცივეს.
იყავი ის გაზაფხული, რომელსაც ეს დედამიწა ასე ელოდება!🍀
✍️მაია ურუშაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1