ვარსკვლავებთან ყოფნა ძალიან მიყვარდა და ღამის ხმებიც- ბუსა და ჭოტის კივილი, ქარის ქროლვა,დათოვლილი ტოტის ჩამომტვრევის ხმა, თავგადასავალია ჩემთვის. შემოვბრუნდები ოთახში, ლამპას ავანთებ, ამ ოთახში მარტო ვარ. დავწერ, არ დავიძინებ! ვარსკვლავების ციმციმი სულს მინათებს. ჩემი ოცნება მოგზაურობა იყო- საინტერესო ქვეყნების მონახულება. ახლა აქედან ვმოგზაურობ- ჩემი სოფლის ფანჯრიდან, საიდანაც ღამის ხმები ისმის. ალბათ თოვს. ისეთი სიმყუდროვეა ირგვლივ როგორც ჩემს ბავშვობაში.
🖊️დადუნა ნადარაია
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев