უფრო მეტიც,სულაც არ მინდა ჩემგან წასული ადამიანების უკან დაბრუნება....
დიდი მადლობა მათ, მაშინ რომ დამტოვეს , როცა ყველაზე მეტად მჭირდებოდნენ და ყველაზე ნაკლებად მინდოდა წასულიყვნენ..
მათი წყალობით დღეს ძლიერი ვარ! ტკივილებთან გამკვლავება მარტომ ვისწავლე..
-დიახ!
მე დღეს ძლიერი ვარ, ხვალ კი უფრო ძლიერი ვიქნები,
- იცით რატომ?
უბრალოდ მე ასე მინდა და მორჩა!
ალბათ ჩვენგან წასულები ადრე თუ გვიან დაბრუნდებიან რადგან, დააკლდება ის რასაც ჩვენში პოულობდნენ მაგრამ, ეს ის შემთხვევაა როცა უბრალოდ ეტყვი:!... -დააგვიანე"!
ჰოდა მერე ასე მარტომ საკუთარი გზით სიარული გააგრძელე ...
თუ გზაში ვინმე შენაირი შემოგხვდა ხელი გაუწოდე და იარე უსასრულობამდე, იქამდე სადაც ოცნებები ხდება...
-მერე? !
-მერე ჩაკეტე შენი ბედნიერება ისე რომ სხვას არ გაანდო,.
სადაც ამდენი შურია, ბოღმაა იქ უნდა დუმდე და ჩუმად იყო ბედნიერი ❤
ირინა იოსებაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1