მაშინაც კი როცა წვეთი ენერგია აღარ გაქვს შემორჩენილი სხეულში..
ყოველთვის შეეცადე იფრინო, მაშინაც კი თუ ეს ესაა ფრთები დაგაჭრეს და იმედებიც შემოგეფანტა,
რადგან არ უნდა დანებდე!
ყოველთვის შექმენი რამე დიდებული,
თუ მატერიალური ვერ, ადამიანის ხასიათში მაინც,
მაშინაც კი როცა ნგრევაში ხარ მოყოლილი..
ყოველთვის იყავი ოპტიმისტი, მაშინაც კი თუ შენი რწმენა მტვრის სქელი ფენით არის დაფარული..
ყოველთვის გაახილე თვალები, მაშინაც კი როცა ის ტკივილისგან მძიმედ დახუჭე,
რადგან თვალის გახელისას წინ აუცილებლად გამოჩნდება ახალი იმედი..
და ყოველთვის იყავი ადამიანი, მაშინაც კი როცა გარშემო მლიქნველობის ფერხულში ჩაბმულა სამყარო."
მშვიდობა ყველას 🍁🍂
🖊 ცირა ტურაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев