ხან შეიძლება იწამოს,
ნუ მოეშვები გიყვარდეს,
სიკეთის უნდა იწამო.
ზოგჯერ უმზეო ამინდი
შიშს გვრის და კიდეც გვაშინებს,
მაგრამ თავგასულ წვიმასაც
ცისარტყელები ამშვიდებს.
ხან ღამეები გრძელდება,
ხანაც ცრემლები გვასველებს,
სიცოცხლის არსიც ესაა,
ხან ვანგრევთ, ხანაც ვაშენებთ.
წუთია წუთისოფელი
ნუ გადააქცევთ წამებად,
ნუ უღალატებთ სიცოცხლეს
და ნუ გაიხდით წამებად.
ირგვლივ დახატეთ ამინდი, ცაზე მზე, ცისფერთვალება
და ყველა ფიქრებს გაფანტულს
მიეცით მიმართულება.
მერე დახატეთ იმედი
ხვალის, ზეგის და მერმისის,
წუთისოფელიც დახატეთ,
წლები ტიალი არ გვიცდის.
ნინა ჯაფარიᲫე✍️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1