▪︎იმდენი სითბო და სიყვარული გაეცი, რამდენსაც ისურვებდი თავად მიგეღო.
▪︎სიკეთე სარგებლად არასდროს აქციო.
▪︎იცხოვრე დღევანდელი დღით.
▪︎არასდროს თქვა რომ დაიღალე.
▪︎განსაცდლის შემდეგ ცხოვრება თავიდან კი არ უნდა დაიწყო, იქიდან უნდა გააგრძელო სადაც დაეცი, განვლილი გზა თავის ისტორიითა და გამოცდილებით მხოლოდ შენია.
▪︎ყველას გვაქვს საკმარისი ძალა ღირსეული ცხოვრებისთვის, ღირსება არ იყიდება.
▪︎თუ გიჭირს, ითხოვე, მაგრამ არა ორჯერ და ვისაც შენზე გული შესტკივა, თხოვნის გარეშეც გვერდით დაგიდგება.
▪︎არასდროს ინანო რაც გააკეთე თუ მან ბედნიერება მოგიტანა, ხალხი მაინც თავისი აზროვნების შესაბამისად განგსჯის.
▪︎როცა მოიწყენ, ბედნიერი დღეები გაიხსენე, ეს ყოველთვის ამაღლებს განწყობას.
▪︎გულით მხოლოდ საუკეთესოსი გჯეროდეს.
▪︎ცუდი არავის უსურვო.
▪︎ყველაზე დიდი საჩუქარი ის ხალხია ვისაც უყვარხარ, მოუფრთხილდი მათ.
▪︎ყოველთვის იყავი მართალი საკუთარ თავთან, ეს არის სულიერი სიმშვიდის ყველაზე დიდი გარანტი.
▪︎ყველაფერი გაივლის და არაერთხელ.
▪︎არაფერი ეშველება მხოლოდ სიკვდილს.
▪︎ყველაზე დიდი პრიორიტეტი უნდა იყოს მხოლოდ ერთი ზმნა ,,შევძლებ".
▪︎ყველაზე მნიშვნელოვანი არსებითი სახელი - სიცოცხლე.
▪︎ყველაზე ლამაზი შორისდებული - გმადლობ უფალო!!!!!!
✍ ცირა ტურაშვილი
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1