და გატარებდი ცხოვრების ლამაზ ფერში,
არ მოვწყდებოდი შენი განგების ბუდეს,
ჩეგისუნთქავდი და დაგტოვებდი ჩემში.
სანთელი ვიყო, მოლაპლაპე და მკრთალი,
არ ჩავქრებოდი შენი განგების ხვედრში,
უფლება მქონდეს წინ გადავდგვადი ნაბიჯს,
უკუნეთიდან გამოგიყვანდი მზეში.
მებაღე ვიყო, ჩაგსვავდი ვარდთა შუა,
ამბორს გიძღვნიდი ამ ვარდთა ლამაზ ფერში,
უფლება მქონდეს, გინდ მახვილ დამკრან ზურგში,
მე ამ ამბორით სულ დავრჩებოდი შენში.
ეკალი ვიყო, თუ გინდ ძველი დახმელი,
შენს ავ მოსურნეს ჩავესობოდი თვალში,
უფლება მქონდეს ნაბოძი უფლის ნებით,
ამ შენს სიცოცხლეს მე ვიკუთნებდი ვალში.
წყარო რომ ვიყო ალერსისა და ვნების,
ჩემი ალესრის დაგაწაფებდი ვნებას,
უფლება მქონდეს ჩემს თავს მივცემდი ნებას,
სევდის გაქრობით ჩემით გიხმობდი შვებას.
ბედი რომ მერქვას მოგადგებოდი მყისვე,
და შენი გულის, ვიდარაჯებდი კარად,
მევიპარევდი მაგ შენს ოცნებებს წმინდას
და ჩემს სიცოცხლეს მას მივუძღვნიდი მარად.
<<<შაქრო ღორთლიშვილი>>>
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1