Предыдущая публикация
დამათრო ასე და მომაგონდი.
აღარსად ჩანდი, აღარსად იყავ…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
მერე რამდენი შენ მიგამსგავსე
რხევით
ღიმილით,
ხმით და სიცილით!
მომინდა უცებ შენი სიცივეც…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
რა იყო მაინც ის ერთი ჭიქა -
ოქტომბრით სავსე და შენით სავსე.
აღარსად ჩანდი,
აღარსად იყავ…
სულ ერთმა ჭიქამ დამათრო ასე.
თამაზ ჭილაძე
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1