Предыдущая публикация
ხან მსუბუქი ვარ, ხან სუნთქვაც მიმძიმს,
მერევა ისევ ყრუდ აპათია,
დრომ, სიყვარული არ მაპატია.
მერე გამტაცა მიმიკა ყველა
და დაიტოვა თავისთან მძევლად,
მერე დაამხო, მერე ათრია
მე დრომ, ღიმილი არ მაპატია.
არ მაპატია, ძილი, სიზმარი,
ის ოცნებები შენ, რომ გითხარი,
ბედნიერების შემხსნა მანტია,
მე ერთგულება არ მეპატია.
არ მეპატია არც დღე, არც ღამე,
არც ის შეხვედრა ზაფხულის გამლევს...
.....................................
მერევა ისევ ყრუდ აპათია...
რომ გაგაღმერთე არ მეპატია...
ნინა ჯაფარიᲫე✍️
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев