ეს ცხოვრებაც სავალ გზაზე ჩაქრება და აინთება,
მერე, ნაფლეთ მოგონებებს შეაგროვებს წლები - ჩვენკენ
და მოხუცად ჩამოვჯდებით მშრალ წუთებთან... დროს რომ ჩხრეკენ.
მოვიგონებთ ვინც კი იყო ჩვენს გვერდით და თუნდაც მიღმა,
ეპიზოდსაც გავიხსენებთ დასაწყისად რომ არც ღირდა,
გადავხედავთ ამ სამყაროს მოწიფული სულ სხვა თვალით
და ჩვენს სულსაც ღრმად ჩავხედავთ, ცოდვითა და სუფთა მადლით.
ასე გავა ეს ცხოვრება, ბავშვი - მოხუცს კვლავაც შეცვლის,
ისიც მალე გაიზრდება მშობლის ხმა რომ ახლაც ესმის,
მზე კი ცაზე დამკვიდრდება და სიბნელეს გადაფარავს,
თუმცა, მოვა დრო და მთვარეც ცხელ მზეს ღამე გადალამავს.
რაღაც იყო, რაღაც რჩება და ხვალ კიდევ გადარჩება!
რაღაც კიდევ ისე წავა, ისტორიას არც დარჩება,
ასეთია ეს ცხოვრება... ხან კამკამა, ხან კი - მღვრიე,
მაგრამ... თუკი, რაღაც გტკივა, ოდნავ... მაინც გაიღიმე.
/ შალვა ლონდარიძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1
ამეტირა.....
გაიხარეთ ამ ლექსისთვის.