Предыдущая публикация
კი არ მენანება.
სულში იმდენი მაქვს,
უარს რატომ გეტყვი ?..
ოღონდ მოახერხე
სხვათა შეყვარება,
ოღონდ მოერიე სევდას,
გარს რომ გერტყმის.
თუ გსურს, თვალთა შუქით
ღამეს გაგინათებ,
რომ არ შეგაწუხონ
ძილში კოშმარებმა...
ქარებს გავაყოლებთ
სიზმრის ათინათებს,
როგორც გარდაცვლილი
ფოთლის მოშვავებას.
გინდა - მოგიქსოვო
მწვანე ბანდულები ?
ვარდის ფურცლებისგან
კაბა - სამაისო ?..
ოღონდ არ დასვარო
სული დამდურებით,
გული სიძულვილით
ოღონდ არ აივსო.
/მარიამ კოზმანიშვილი/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1