მაპატიე...
◑␣◑ `✞´ .❤ . `✞´ ◑␣◑ ღმერთო ნურავის ჩააგდებ განსაცდელში ჩემს
გამო,შემიწყალე და მომიტევე მე ცოდვილს თუ სიყვარული და სითბო დავაკელი
რომელიმე ჩემიანს... დაიფარე და შეეწიე! ულევი წყალობით აავსე უფალო !
დამეხმარე, რომ არასოდეს წავიდე შენი მცნებების წინააღმდეგ.. დამეხმარე,
რომ სიყვარული ისევ შევძლო, რომ არ დავეცე, ან თუ დავეცემი ისევ შევძლო
წამოდგომა.. დამეხმარე, რომ ჩემი მძიმე ჯვრის ტარება შევძო და სხვებსაც
ხელი შევაშველო... დამეხმარე, რომ მეტის დათმენა შევძლო, პატიება შევძლო.
მიმრავლე ცრემლი სიხარულის, სინანულის, ბედნიერების... გამხადე ღირსი
ხშირად ვეზიარო შენს სისხლსა და ხორცს,საკურნებლად სულისა და ხორცისა...
დაიფარე უფალო სრულიად საქართველო და ქართველნი, გაუნათლე გონება და
გული,დაიფარე და დაიცავი ავისგან და ცუდისგან ყველა ჩემიანი და ჩემი
მეგობრები.. გაგვაძლიერე და განგვამტკიცე რწმენაში... თვალცრემლიანი
გევედრები უფალო, დაიფარე ყველა განურჩევლად სქესისა, ასაკისა და
ეროვნებისა.. უფალო შეგვიწყალენ...ამინ!...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1