წარა - მარა ნუ მახსენებთ...!
ეგ ამბები დიდი ხნის წინ დამთავრდა,
- ქალი ვიყავ,როცა შვილი მუხლზე მიჯდა,
როცა ჩემს ტვინს სულ სხვა ძალა მართავდა. როცა სახლში ვფუსფუსებდი მხიარული,
შუბლგახსნილი სტუმარს ზღურბლზე ვხვდებოდი
დღეს და ღამეს ვასწორებდი მაგრამ მაინც
ალიონზე სიხარულით ვდგებოდი! ქალი ვიყავ როცა დედის დაძახილზე
შორ მანძილზეც სიხარულით გავრბოდი,
ლამაზ, ლამაზ მოგონებებს ვაგროვებდი
მომავალზე საერთოდ არ ვდარდობდი. ქალი მერქვა როცა გული ხალისობდა
და არ მწყვეტდა წელში ხვალის ტკივილი,
როცა ქვეყნად სიყვარული სუფევდა და
არ ისმოდა მშიერ ხალხის ტირილი... როცა არსად არ გვტანჯავდა ხმა ტყვიების,
როცა ბავშვი უწამლოდ არ კვდებოდა,
როცა ვინმეს გაჭირვება და ტკივილი
ყველა კაცის სატკივარი ხდებოდა. ქალი ვიყავ, მაშინ როცა საქართველო
ფეხზე იდგა მღიმარე და ძლიერი,
ხვავს, ბარაქას ეტყობოდა კაცის ხელი
და ყვაოდა ამერიც და იმერიც. ხალხის თვალში მზის სხივები როცა კრთოდა
მე ქალობის გემო მაშინ გავიგე,
მას მერე კი ჩავილაგე ჩემოდანი
ჩემი დარდი ამ ჩემოდნით წავიღე.... ჰო და ახლა ნუ დამძახით ქალი ხარო,
დამიბრუნეთ ის ქალობა -- მჭირია !!!
ორ წყალს შუა დგომა უკვე ზღვარს გადასცდა
ახლა ქალი, მხოლოდ გმირთა გმირია...!! //ირმა სარაული//
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 5
მოლოადეც!ვერი,ვერი,ვერი გუუუდ!!!