Предыдущая публикация
მქონია სიცხე,
მე სარეცელზე მიგდებული
ვისინჯავ მაჯას,
სხეულზე შემშრალ
ტკივილიან სამოსელს ვირგებ
და დღემოხეულ არსებობას
ჯიბეში ვმალავ..
ვცდილობ წამოვდგე,
გავიდოდე ქუჩაში ვიდრე,
ვაღებ ფანჯრებს და
ხარბად ვსუნთქავ
ვიღაცის ჟანგბადს,
ფანტაზიაც მაქვს-
მინდა ისიც ჩემს გვერდით იდგეს,
მეხვეოდეს და მხურვალებით
ვებრძოდეთ ზამთარს..
ლამპიონებზე თავს იხრჩობენ
ღმერთები ისევ,
მაღლა მიმავალ ცისფერ ბილიკს
ფურცელზე ვხატავ
ტანს შემოხეულ დედამიწელობას
შილიფად ვიცმევ
და თავდახრილი მივუყვები
სიცოცხლის ქარაფს.
უშენობა და სამი ხაზი
მქონია სიცხე,
ვბოდავდი თურმე,
და იმავეს ვაკეთებ ახლაც,
უკეთ ვიქნები,
და თუ მალე წავედი ,,იქეთ"
დავხუჭავ თვალს და,
სასიზმრეთშიც
შენს სახეს ვნახავ..
/კონსტანტინე იამანიძე/
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1