Предыдущая публикация
მზემ სხივი ნაპირთან უეცრად დაღვარა,
აენთო ხვალინდელ სანთლების კელაპტრად,
სად არის ის ქალი რომელსაც დავეძებ!
სად არის ის ქუჩა სადღაც რომ გამქრალა..
გათენდა ერთი დღე ლამაზი თავნება,
ნისლებმა ეჭვები ღრუბლებში მოფანტა,
სად არის ის წვიმა რომელსაც შევნატრი!
ხვალინდელ იმედით სადღაც რომ ჩამქრალა..
აენთო ჭაღები ხვალინდელ სიცოცხლის,
შეხედე სინათლეს პეპლები ეხვევა,
ვინ არის ის ქალი ჩემთან რომ მოველი!
სიხარულს, სიყვარულს, ასე რომ მპირდება..
ერთხელაც, – უშენოდ მოვიდე იქნება,
ნუ იტყვი იცოდე რომ ჩემი ბრალია,
დამღალა ფიქრებმა ლოდინი სევდასთან,
ეს დღენიც უნაპირო მხოლოდ ხომ ჩვენია..
/ მერაბ სალიქვაძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1