Предыдущая публикация
გამოიტყუა იანვარმა
სულელი ნუში,
თავდავიწყებით
აყვავდა ბაღში..
მერე კი ყინვამ
ერთ ღამეში გახადა კაბა
და ახლა,
ნდობადაკარგული
თავის თავს წყევლის..
მე კი ვდარდობ,
გაზაფხულის
ნამდვილ შემოსვლას,
რადგან ის ნუში
ვეღარასოდეს აყვავილდება...
/მერაბ სალუქვაძე /
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев