ო,როგორ მიყვარს,მე წვიმაში სულ მარტოს ყოფნა და ქუჩაში,რომ ჩემს გარდა სხვა არავინ მოჩანს,ო,როგორ მიყვარს მალე ალბათ მე ფრთებსაც გავშლი,წვიმა კი სულში შემორჩენილ ტკივილებს წაშლის...
ო,როგორ მიყვარს წვიმა თითქოს მიყვება ამბებს და მონატრებულ სიყვარულზე მიამბობს ზღაპრებს,ო,როგორ მიყვარს წვიმის ხმაში ფიქრები მათბობს და გულის სათქმელს ძველებურად,კვლავ წვიმას ვანდობ...
ო,როგორ მიყვარს წვიმა ჩემში აღვიძებს გრძნობებს და შეგრძნებები რაც ჩემშია წვიმა მყავს მოწმედ,ო,როგორ მიყვარს წვიმის მსგავსად სიყვარულს ვეტრფი და სევდად ქცეულ მოგონებებს მე ისევ ვებრძვი...
ო,როგორ მიყვარს თმაგაშლილს,რომ მე თმაზე მაწვიმს და წვიმის წვეთი სიხარულის ცრემლად,რომ დამდის,ო,როგორ მიყვარს მე წვიმაში უსაზღვრო ფიქრი და ფანჯრის მინებს,რომ აჩნდებათ წვეთები წვიმის...
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1