ანთებულ სანთლით შენს წინ მუხლზე მდგომს,
გადმომხედე და მომეც კურთხევა
ჩემი ცოდვების მიტევებისთვის
ისე ვიცხოვრო ვით სულს ჭირდება,
ისე ვიცხოვრო რომ სიხარულით
ვთქვა ,,ღმერთო ჩემო შენთან მოვედი
არ ვიმალები, თავდახრით ვდგავარ და,
სამართალსა შენგან მოველი."
მთელი ცხოვრება შენ მატარებდი,
მწვანე ველ მინდვრებს ვეფერებოდი,
შენი წყალობით მზე მათბობდა და
ანკარა წყაროს ვეწაფებოდი.
ცაზე ვარსკვლავებს ხშირად ვითვლიდი,
შხაპუნა წვიმას ვეცეკვებოდი,
აისს და დაისს თვალს ვადევნებდი,
ღამე უტკბილეს სიზმრებს ვხედავდი.
...მაინც უამრავ შეცდომას ვითვლი,
ეს რაც მახსოვს და რაც კი არ მახსოვს
ან ვერ ვხვდებოდი რომ შეცდომაა,
დანაშაულსა ვერა ვხვდებოდი.
შენ ჩემთან იყავ როცა მიჭირდა,
ხელით მიგყავდი, მეფერებოდი,
უამრავ მოძმეს მიგზავნიდი და
შეცდომას მაინც ვერა ვცდებოდი...
...დღეს ხარებაა ახალ სიცოცხლის!
დღეს ხარებაა შენი ჩასახვის!
მადლობა უფალს რომ მაზიარა შენი
გაჩენის დღეს - განთიადის!
წმინდა ქალწულის მადლით იწყება
ყველაზე კარგი, რაც კი გვიცვნია
მადლობა მამას, დედა მარიამს
რომ დაგაკისრა დიდი მისია!
ქალწულის მადლით, დედის სითბოთი,
მამის ალერსით გასაკვირველით
ძალა მომეცი ყოველი დილა
ლოცვით დავიწყო სახით მცინარით.
...ღმერთო! მამული, ენა და რწმენა
გადამირჩინე შენ გევედრები
ნათელი გონით, ერთურთის ძმობით,
ერთი აზრით და ერთის შეგნებით...
შენი ხარების მადლითა გიხმობ
რომ გამოვიდეთ ცოდვის გუბიდან
გავიზარდოთ და სასიხარულოთ
ვიქცეთ მორწმუნეთ ძლიერ გუნდითა.
მამის დალოცვით და ჩვენი რწმენით,
წმინდა ქალწულის მადლი გვეწიოს!
ძალა სიტყვისა ყველა წმინდანის,
გვეცნოს, სინათლით წამოგვეწიოს,
ძალა ჯვარისა წინ მიგვიძღოდეს,
ვიყოთ დამცველნი საკუთარისა,
კიდევ უამრავ თაობებს გავზრდით
მამულიშვილად, შენს საკადრისად!
ღმერთო გვიწყალე მუხლზე დამდგარი,
სულის სინათლით შენთან წარმდგარი
დაგვლოცე რწმენის ნათელი სხივით
შენით შემდგარი ადამიანი!
დალი დადუნაშვილი
2021წლის 07 აპრილი ხარება.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев