ეს ყვავილები 1 იანვრის დილას ვიპოვე ტაძარში მიმავალმა კოლიზეუმის წინ პარკში.
მზის სხივებით დამდნარი თრთვილი ციმციმებდა ფოთლებზე და ემიგრანტის ცრემლებს მივადარე. ყვავილი იმედით უღიმოდა ახალ დღეს, უხაროდა მზე რომ სითბოს და სინათლეს აფრქვევს გარშემო. ყინვას გაადნობს და ამ ზამთარსაც გადაურჩება. ასეა ემიგრანტიც. იმედიანად უყურებს ოჯახიდან წამოსულ ყოველ მოკითხვას. ხშირი მოკითხვით გაათბეთ დათრთვილული გულები. ნუ მიცემთ ნებას ცხოვრების და სიშორის ,,ყინვამ მოწვას და მოყინოს" უცხო მიწაზე.
თქვენ ხომ უკეთ იცით მანდ რა უჭირდა და აქაურს რომ არ ამხელს ამასაც ხომ ხვდებით?
,,მიყვარხარ და მეიმედები!"უთხარით ხშირად, თუნდაც დღეში ერთხელ. ეს მაცოცხლებელი ელექსიარია მონატრების დასაამებლად.
ყველასთვის რთულია სახლიდან შორს ყოფნა და დედისთვის კიდევ მეტად.
......ზამთრის ყვავილს გავს ემიგრანტი ქალი, თან დედა!
ცხოვრების ყინვას დაუთრთვილავს და მაინც მღერის:
ხან ,,იავნანას," ხან ,,სულიკოს," ხანაც ,,მერცხალოს"
თავს იიმედებს, რადგან შვილთა სამოთხე ელის.
დალი დადუნაშვილი 1.იანვარი. 2023წლისა.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев