მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები ჩემ შესახებ!
დავიბადე- თურმე 19 და რეგისტრირებული ვარ 20 ში!
ვცხოვრობ-საქართველოს საზღვრებს გარეთ! ჩაწერილი ვარ ქუთაისში
წარმოშობით - ქართველი! ვანელი+ ბზვანელი!
ვწერ- ლექსებს, კომენტარებს, იშვიათად ჩანახატებს ორ ენაზე(ძირითადად ქართულად)
ვტირი-გულჩვილობით და არ ვტირი (ცრემლები მიშრება სიბრაზისაგან!)
,,მოვკვდები მაგრამ არ დაგანახებ,
არ დაგანახებ როგორ ვტირივარ!"
მიყვარს-სიცოცხლე და სიყვარული!
,,ეს ცხოვრება წუთია და სტუმარი ვარ მე მისი
ჩემი ჩემთან მიმრავლდება სხვას ახარებს კიდევ თვისი."2022წლის 22.08
მძულს – არ მძულს! მაგისთვის არ ვიწუხებ თავს!
თავს და თვალს ვარიდებ უსიამოვნებას შეძლებისდაგვარად! არ ვარ მოძულე!
ვპატიობ –ბავშვებს და მოხუცს რაც შესაძლებელია ვაპატიო( მეც ვიყავი ბავშვი და მეც მოვხუცდები) სხვებს კი არ ვპატიობ უპატიებელს!
უბრალოდ მივდივარ მე - ან ვუშვებ მას!
ერთხელ პატიება შეცდომაა, მეორედ პატიება დანაშაულის ხელშეწყობაა!
ვგრძნობ – ყველაფერს: გემოს, სუნს, სიმშვიდეს, სიხარულს და უამრავ კარგს! ვგრძნობ სიცოცხლის ენერგიას!
მეშინია – კი, მეშინია ზოგისთვის უმნიშვნელო... ჩემთვის საშიში რამეების.
არ შემიძლია – თავს ზევით გადახტომა! ფიზიკურად ყველაფერი შესაძლებელი გახდა მას შემდეგ რაც ძაღლი კოსმოსში გაუშვეს!
ასე რომ რაღაცეები შემიძლია!
არასდროს – დამავიწყდება ოჯახის გარდაცვლილი წევრები!
ვეძებ – ბევრ რაიმეს და ვპოულობ კიდეც!
ვიმახსოვრებ – კარგად ჩემი ტელეფონის ნომერს! ვავარჯიშებ მეხსიერებას მხოლოდ სასიამოვნო ინფორმაციებით!
მესიზმრება – ყველაფერი კარგი!
ვიცინი – ყოველთვის როცა სასაცილოა და ასევე სიბრაზის გადასაწონად ..
ვინახავ- ყოველივე საინტერესო და სასარგებლო ინფორმაციებს უფრო ხშირად ფურცელზე, ტვინს არ ვღლი!
ვფიქრობ – ძაან ბევრი კარგი საფიქრებელი აქვს ადამიანს! ცოცხალი ვარ და ვფიქრობ, მააშ!
ოცნება - მანქანის მართვის დამადასტურებელი საბუთის მიღება!
მენატრება – არ მეყოფა ხელის და ფეხის თითები ჩამოსათვლელად რაც მენატრება რომ ჩამოვთვალო!
სამშობლო - ჩემი ფესვებია! ხერხემალია! ჟანგბადია!
სად იცხოვრებდი-ახლა სხვაგან ვცხოვრობ -10 წელია ემიგრაციაში(შვებულების გარეშე!!! )ე.ი. შემიძლება სხვაგან ცხოვრება.
სიცოცხლეს გავაგრძელებ საქართველოში ჩემ ქუთაისში როგორც კი შევძლებ ჩასვლას! ცხოვრება სიამოვნებაა კეთილი გაგრძელებით!
როგორი ვარ თქვენთან მიმართებაში!
რას მასწავლით? რა რჩევას მომცემთ უკეთესი რომ გავხდე!?
დალი ბზვანელი დადუნაშვილი 2022წლის 22.08
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев