მუდამ ვერიდები პოლიტიკურ და მით უფრო ომის შესახებ ფიქრსა და წერას. რაც ხდება ამ დღეებში უკრაინაში სისხლში შხამის გაშვების ტოლფასია ყველა ნორმალურად მოაზროვნესათვის!
ყველა გაფართოებული თვალებით უცქერს და გამახვილებულია სმენა ნებისმიერ საინფორმაციო ამბებზე უკრაინის ომის გამო.
კაცი! ადამიანი რომელმაც მოლაპარაკების მსვლელობის დროსაც კი პატივი არ დადო საკუთარ ღირსებას და არ შეაჩერა თავდასხმა მშვიდობიან მოსახლეობაზე, სამშობლოს და ღირსების დამცველ ერზე თავდასხმას ისევ განაგრძობს ის არაა ადეკვატური! ის შეურაცხადია! ვის რა გარანტია აქვს რომ ნებისმიერ მის ხუშტურს არ შეეწირება კიდევ მეტად უდანაშაულონი! ,,დამნაშავენი" არიან ყველანი მის თვალში, რადგან თავიანთ მიწას, ცასა და ღირსებას იცავენ.
ამ მართალმა და უდანაშაულო ,,დამნაშავე" უკრაინელმა ერმა დაანახა მსოფლიოს მართალ და სამშობლოს დამცველ ერს რა ძალა აქვს! რას ნიშნავს გიყვარდეს შენი კერა და იყო ღირსეული მოქალაქე!
გაუცნობიერებლად მიყვარდა და პატივს ვცემდი უკრაინელ ხალხს. ახლა კი ეს პატივისცემა ცამდეა ასული ჩემში. იმას ვლოცულობ რომ ღმერთმა ღირსი გამხადოს კიევის ლავრა და წმ. ბარბარეს ტაძრები და სხვა წმ. ადგილები მოვილოცო სადიდებლად უფლისა. რომ ღირს გვყოს უკრაინელი ერის გამარჯვებით სიხარული გაგვიმრავლდეს! ეს კი ერთერთი ასრულებადი სურვილია! დიდება უფალს! დიდება უკრაინელ ხალხს და მშვიდობა სრულიად საღად მოაზროვნე დედამიწელებს!
გახედნა! *ექსპრომტად*
მზემ ღრუბლები გაარღვია, ცაზე გამოიდარა
სიმამაცის გაკვეთილი მსგავსი კიდევ გვინდა რა?
საქართველოვ გაიღვიძე, დროა ფეხზე ადგომის,
რომ მშვიდობა მოგვეძალოს ქრისტეს მკვდრეთით აღდგომით!
*** საქართველოვ შენ გიცქერი, იმედი მაქვს შენია,
დღეს რომ უკრაინა ტირის, ხვალე ვისი ჯერია!?
ადექ და ძმას მივეხმაროთ , ვუწილადოთ ჩვენი ლუკმა,
მაძღარი თუ მშიერია ჩვენი სიტყვა საქმით ვუთხრათ!
*** დე შევიცნო რომ ღირსების შეგვრჩენია ნაპერწკალი,
როცა ძმასა ასე უჭირს, ცეცხლსა ჩვენც მივასხათ წყალი.
დამშვიდდება უკრაინა, მოიშუშებს ჭრილობებს,
სახეში ვინ შეხედავს და ვინ მოძებნის მიზეზებს!
*** აღსდექ ერო! ერთიანი ლოცვით ვიხსნათ სამყარო,
სამართალმა გზა გვინათოს, მტერს კი მიწა ვაჭამოთ!
უკრაინას ახლა უჭირს, მივაშველოთ ძალები
ქართველ გმირებს გვერდით უდგათ საამაყო ქალები!
*** ქარმა ღრუბლები გაფანტა, მზემ ღიმილით დაგვხედა
უკრაინელმა ერმა კი თვით ეშმაკი გახედნა!
დალი დადუნაშვილი 2022წლის 01 მარტი
*********************
ПЕРЕВОСПИТАНИЕ!
Я всегда избегаю думать и писать о политике и тем более о войне. То, что происходит в эти дни НА Украине, равносильно заражению крови ЯДОМ для всех нормальных мыслителей!
У Всех глаза широко открыты и сосредоточены на любых новостях о войне на Украине.
Мужик! Человек который даже в ходе переговоров не уважает собственное достоинство и не прекратил нападения на мирных жителей, продолжает нападать на нацию, защищая свое достоинство, он не адекватен! Он ведет себя оскорбительно!
У кого есть гарантия, что за эго капризы не будет принесён в жертву ещё более невинных! Все "Виновники" в его глазах, потому что они защищают свою землю, небо и достоинство. Этот праведный и невинный "виновный" Украинский народ показал Миру, какой он праведный народ! Что значит любить свой очаг и быть достойным гражданином!
Я бессознательно любила и уважала Украинский народ. А теперь это уважение сознательно возрослось во мне и вознеслось до небес.
Молюсь, чтобы Бог позволил навести Киевскую Лавру и Храмы СВ. Варвары и другие святые места для молитвы во славу Господа. Чтобы осознать свою радость победой Украинского народа!
Это одно из самых исполняемых желаний!
Слава Богу!
Слава и хвала Украинскому народу который смог перевоспитать строптивого.
Мир здравомыслящим землянам!
Дали. 01.03 2022 г.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 1