კუში რეგისტრაციაზე წასვლას აპირებს, მაგრამ ამ დროს არნავი მოდის და ოფისში მიჰყავს. არნავი მშვენიერ სამუშაოს სთავაზობს კუშის მაგრამ გოგონა ეუბნება რომ უნდა თავისით მიაღწიოს რამეს და მის ინდოეთის რეგისტრაციაზე მიდის.
ოფისი სავსეა მოდურად ჩაცმული გოგოებით, კუში ძალიან ნერვიულობს. ერთერთი მათგანი დასცინის მას, მეორე კი დაიცავს თუმცა სრულიად არა გურწფელად. კუში ავსებს ფორმას. არნავი სახლში კუშის ეძებს, მას ატყუებენ რომ ანჯალისთან ერთად გავიდა, მაგრამ ანჯალის სახლში ხედავს. ყველა ცდილობს რამე ტყუილი მოიგონოს.
კონკურსანტების შერჩევა იწყება. მათ ჟიურის წინაშე უნდა წარადგინონ თავი. ჟიურის ქალი წევრი უკმაყოფილოა კუშის დანახვით მისი ჩაცმულობის გამო. ერთერთ კონკურსანტს აგდებენ მისი ირონიული ლაპარაკის გამო. კუში უკვე ძალიან ნერვიულობს. კუში უცებ იგრძნობს რომ არნავი სადღაც ახლოა. ბიჭი მართლაც იმავე შენობაშია, მაგრამ ერთმანეთს ვერ ხედავენ. კუშის ჯერიც მოდის, ის ამბობს რომ უყვარს საჭმელების მომზადება ყველასთვის, ჟიურის წევრი ამბობს შემდეგი კუშის ლაპარაკის დროს. გოგო ძალიან შინდება.
მეორე ჟიურის წევრი აჩერებს ქალს და ეკითხება კუშის რატომ უნდა გახდეს მის ინდოეთი. კუში პასუხობს რომ უნდა დარწმუნდეს საკუთარ თავში და დაუმტკიცოს ქმარს რომ ის არამარტო კარგი ქმარის კარგი ცოლია, არამედ თვითონაც შეუძლია მიაღწიოს წარმატებას, ჟიურის მოსწონს მისი პასუხი. ამ დროს სხვა გოგოც შემოდის და კითხულობს მორჩნენ თუ არა, კუში ჯდება თავის ადგილას.
ახალი კონკურსანტი იწყებს თავის წარდგენას. ის ამბობს რომ ქვია ნატაშა და ერთადერთი მისი მიზანი გამარჯვებაა და ის დარწმუნებულია ამაში, გოგო უკან მიდის ისე რომ ჟიურის შეფასებას არც ელოდება და თან შეურაწყოფას აყენებს კუშის.
კუში სახლში ბრუნდება და თან იმ გოგოზე ბრაზობს, არნავი ეკითხება როგორაა კუში ამბობს რომ კარგათ და სამზარეულოში შედის. გოგო ბრაზობს საკუთარ თავზე არნავისთვის სიმართლის დამალვის გამო. ამ დროს ენქეი შემოდის, კუში ეუბნება რომ არ აქვს მონაწილეების სიაში მოხვედრის იმედი, რადგან ძლიერი კონკურენციაა. ენქეი აიმედებს მას, კუში ჯალების გაკეთებას აპირებს, მაგრამ ენქეი სტაფილოს აძლევს და ეუბნება რომ ახლა ტკბილეულის ჭამა არ შეიძლება მისთვის.
კუში თავის ოთახშია, მასთან არნავი შედის და ეკითხება რას მალავს მისგან და სად იყო დღეს. კუში ბრაზობს და ეუბნება რომ თვითონ შეუძლია თავის მიხედვა. არნავი ამშვიდებს მას და კამფეტებს აძლევს, კუში აპირებს ჭამას, მაგრამ შემდეგ კონკურსი ახსენდება და ამბობს რომ არ ძეუძლია მათი ჭამა. არნავი ლოყაზე კოცნის კუშის, კუში დგება, მაგრამ ბიჭს ხელში აჰყავს და საწოლზე აწვენს, შემდეგ კი შუქს აქრობს.
უკვე დილაა და ყველა მაგიდასთან ზის. კუში ზარს ელოდება ამას არნავიც ამჩნევს, მაგრამ გოგო უარყოფს. არნავი გადის და კუშის ტელეფონიც რეკავს. კუშის ეშინია პასუხის გაცემის მაგრამ ბოლოს იღებს ყურმილს. მას ეუბნებიან რომ შემდეგ ტურში გადავიდა, გოგო სიხარულისგან ცეკვას იწყებს, არნავი შემოდის და ეკითხება რა მოხდა. კუში პასუხობს რომ ესემესი მიიღო სადაც წერია რომ შესაძლოა დიდი თანხა მოიგოს, არნავს ეცინება და მიდის ოფისში. კუში ამბობს რომ სააგენტოში ერთ საათში უნდა იყოს.
ყველა საუკეთესო სურვილებით აცილებს კუშის, გოგონა ფიქრობს რომ მისი ბედნიერება სრულყოფილი არაა თუ არნავიც არ გაიზიარებს მას. გოგონა ეუბნებათ მონაწილეებს რომ მათ სპონსორსაც უნდა მოაწონონ თავი შემდეგ ტურში გადასასვლელათ. კუში ნერვიულობს.
m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52715576885376&_prevCmd=altGroupInfo&tkn=3398
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52497191403666&_prevCmd=userAltGroups&tkn=7149&_aid=groupOwnShowcase
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=53701297766640&_prevCmd=altGroupAlbum&tkn=4868
http://m.ok.ru/dk?st.cmd=altGroupMain&st.groupId=52840375124150&_prevCmd=userAltGroups&tkn=2028&_aid=groupOwnShowcase
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев