პამფუტი რატომ უყრიდა მონაზვნებს კელიის წინ გარყვნილ გამოსახულებიან სურათებს. ან კიდევ, რატომ უყვიროდა გაბრიელ ბერი მონაზვნებს: `თქვე, ორშაურიანო ბოზებოო~, ან კიდევ, რატომ თქვა წმ.თეოდოსიმ მე 1000 წლისა ვარო, ან კიდევ წმ.ექვთიმემ, რომელიც წყალზე ფეხით გადიოდა, რატომ თქვა _ წმიდა გიორგის ხნისა ვარო, რისთვისაც კინაღამ ჩაქოლეს, მაგრამ წმ.გიორგის გამოცხადებით იძულებული შეიქმნენ დაებრუნებინათ მონასტერში. ან კიდევ, როგორ `დათვრა~ იოანე სალოსი და უკანასკნელი სიტყვებით ლანძღა ეპისკოპოსი და ამხილა ბოროტებაში, ან კიდევ რატომ `დასდევდა~ წმიდა ბერი მიხეილი ქალაქში ქალებს და ლამის ეხვეწებოდა, გაყოლოდნენ მას ცოლად. ან კიდევ, რატომ წაუკიდა წმიდა იაკობმა ხატს ცეცხლი და დასწვა. ან კიდევ რატომ შეუვარდა მედუქნის ცოლს წმიდა სიმონ სალოსი, ან რატომ დედიშობილა დარბოდნენ და იგინებოდნენ წმიდანები!... და ბევრი რამის ჩამოთვლა შეიძლება. არ წერდნენ, ვითომდა მათ `იცავდნენ~ საზოგადოების ზნეობრივი რისხვისაგან. ეს უდიდესი წმიდანები არ თავსდებოდნენ ადამიანთა საზოგადოების არანაირ ჩარჩოებში, მაგრამ მათ რამე ეშლებოდათ ზნეობაში, ჭეშმარიტი რწმენის დოგმებსა და კანონებში?! _ არა, ბაბუა, არა! ამ უდიდეს წმიდანებს ყველაფერი გათვლილი ჰქონდათ: ყოველი სიტყვა, ყოველი მოძრაობა, ჟესტი, ქმედება, აზრი. ისინი მოქმედებდნენ ადამიანების გადასარჩენად ადამიანთა კანონების დარღვევით. რაც უფრო მძიმეა სნეულება, მით მძიმეა და მტკივნეული კურნების ხერხები და საშუალებები. წმიდანები არ ერიდებოდნენ არაფერს ადამიანთა სულის გადასარჩენად. ისინი არღვევდნენ წესებს, ნორმებს, კანონებს _ ეს ხილულად, სინამდვილეში ისინი არაფერს არ არღვევდნენ, ეს ცოდვილებს ეჩვენებოდათ ასე, რადგან, ისინი ხედავდენ მხოლოდ ხილულ “ცუდ საქციელს”, მაგრამ ვერ ხედავდნენ, თუ რა სულის სასარგებლო უხილავი ქმედება იმალებოდა ამ საქციელის მიღმა.
ის, რაც მორწმუნეთათვის კანონია, წმიდანისთვის კანონი არაა! წმიდანები `კანონგარეშენი~ არიან. მორწმუნე თავისი გადასახედიდან იყურება. მისი გონება ვერ წვდება. წმიდანი სულ სხვა საფეხურზეა და მისთვს სულ ს ხ ვ ა კანონების დაცვაა სავალდებულო!...
წმიდანი დიდი ძალაა. ის ფლობს დროსა და სივრცეს და მატერიას. ცოდვილის გაწმენდა მხოლოდ შეგონებით შეუძლებელია. ც ო დ ვ ი ლ ი ი წ მ ი ნ დ ე ბ ა ს უ ლ ზ ე ძ ა ლ ი ს უ შ უ ა ლ ო ზ ე მ ო ქ მ ე დ ე ბ ი თ! სულს ქმედების წმიდა ცეცხლი უნდა შეეხოს!
წმიდანები ამ გარეგნული `უზნეო~ და `უცნაური~ მოქმედებით წვავდნენ ცოდვილებში ვნებათა ფესვებს, მაგრამ ეს სულიერი ზემოქმედება დაფარული რჩებოდა იმ საზოგადოებისათვის, რომელიც მხოლოდ ამ ქმედებების ხილულ, გარეგნულ მხარეს აფიქსირებდა!
მამა გიორგი ბასილაძე,
http://sarcmunoeba.com/tazrebi/sarcmunoeba.html ♥ ♥ ♥
http://sarcmunoeba.com/stuff/kadagebani/ts%27igni_p%27irveli_t%27k%27ivilita_da_siqvarulit_tanamedrove_adamianis_shesakheb/1-1-0-5258
http://sarcmunoeba.com/sagaloblebi/sarcmunoeba.com-sagaloblebi.swf ♥
http://sarcmunoeba.com/locvebi/locvani/locvani.html ♥
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 2