✞
ჯგუფის წევრებს შეგიძლიათ დაამატოთ კომენტარებში...
წმინდა სლოსი, აღმსარებელი ბერი გავრიელი ამბობდა:...
ყველა წესსა და კანონზე უპირატესი სიყვარულია.
შიო მღვიმელი ადამიანთა დიდი სიყვარულისთვის ჩავიდა მღვიმეში.
გიყვარდეთ ერთმანეთი. საქართველო სიყვარულმა უნდა გადაარჩინოს. ბოლო ჟამია, თქვენ მოესწრებით ანტიქრისტეს. უფალი მოგთხოვთ ღვთისა და მოყვასის სიყვარულს. ვინც შეინარჩუნებს - ის გადარჩება. ანტიქრისტე ყველგან გამეფდება, მხოლოდ საქართველოში ვერ დაიდგამს ტახტს.
სიმდაბლე გამძვინვარებულ ლომსაც კი ქედს მოახრევინებს.
ერთი კაციც რომ გძულდეს, საძაგელი ხარ ღვთის წინაშე.
შინაგანი ტანჯვის გზით უნდა მიაღწიოს ადამიანმა რწმენამდე და მოიპოვოს სიყვარული.
სიყვარულს ეგოიზმი უპირისპირდება. ეგოისტი არაფერს არ გასცემს. ყველაფერი თავისთვის უნდა. მთელი ქვეყნის სიმდიდრეც რომ მოიხვჭოს, მაინც არ დაკმაყოფილდება.
ბოროტი კაცი როგორ უნდა შევიყვაროთ? ჰკითხეს გაბრიელ ბერს. - ბოროტება, ცოდვა შეიძულეთ, თვით ადამიანი კი გებრალებოდეთ და გიყვარდეთ. ღმერთმა უწყის, იქნებ ის ვინც ჩვენ გვძაგს, ხვალ ლოცვით, ცრემლით, მარხვით და სინანულით განიწმინდოს და ანგელოზთა მსგავსი გახდეს. ბევრი ყოფილა ასეთი შემთხვევა.
შენი მტერი უნდა გიყვარდეს, ხოლო ქრისტეს მტერი როგორ უნდა შევიყვარო?! მაგრამ არ უნდა გძულდეს, უნდა გეწყალებოდეს და აქედან მოდის სიყვარული.
ღმერთი ჩვენგან ითხოვს როგორც გულს, ასევე კეთილ საქმეებს. კეთილი ყველასავთვის უნდა გინდოდეს, მაგრამ სიკეთის კეთებასაც სიბრძნე სჭირდება, ვისაც შენზე მცირე აქვს, იმას რომ დაეხმარები, ის არის ღვთის წინაშე შეწირული, ღვთის ძალითა და სიბრძნით კეთდება ყოველი კეთილი საქმე.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Комментарии 35
წმ. იოანე სინელი
წმ. ბარსანუფი დიდი
წმ. ნილოს სინელი
ნეტავი ვიქცე ლაღად მფრენ მტრედად ან მერცხლად, რათა გავერიდო ადამიანურ ყოფას ან დავსახლდე სადმე უდაბნოში და ბუნაგში მხეცებთან დავიდო ბინა, რადგან ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ გავატარებდი ჩემს მსწრაფლწარმავალ ცხოვრებას უცრემლოდ, უზრუნველად და შიში არ მექნებოდა სასჯელისა. მხეცებთან შედარებით მაქვს ერთი უპირატესობა - გონება, რომელმაც იცის ღვთაება, მაგრამ თავად არაღვთაებრივია. იქ, მშვიდად მყოფი, მოვიკრებდი ადამიანებს ყოველივე კუთხიდან, ან ავიდოდი რომელიმე მაღალ სვეტზე და ხმამაღლა მოვუხმობდი ამქვეყნად მცხოვრებთ:
მოკვდავნო, დაღვრილი სითხისგან ნაშობნო, უბადრუკნო, თქვენ, სიკვდილით მცხოვრებნი, ამაოებით ქედმაღლობთ! თქვენ, ვინც ძილში და ცხადად წარმოსახული მოლანდებების სათამაშოდ ქცეულნი და მათით მოთამაშენი ხართ, დიდხანს უნდა იხეტიალოთ დედამიწაზე უმიზნოდ? იცოდეთ, გონებით ამაღლებული ყველას აღემატება. ასე
...Ещёცხოვრების ამაოების შესახებ - წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველინეტავი ვიქცე ლაღად მფრენ მტრედად ან მერცხლად, რათა გავერიდო ადამიანურ ყოფას ან დავსახლდე სადმე უდაბნოში და ბუნაგში მხეცებთან დავიდო ბინა, რადგან ისინი ადამიანებზე ერთგულნი არიან. იქ გავატარებდი ჩემს მსწრაფლწარმავალ ცხოვრებას უცრემლოდ, უზრუნველად და შიში არ მექნებოდა სასჯელისა. მხეცებთან შედარებით მაქვს ერთი უპირატესობა - გონება, რომელმაც იცის ღვთაება, მაგრამ თავად არაღვთაებრივია. იქ, მშვიდად მყოფი, მოვიკრებდი ადამიანებს ყოველივე კუთხიდან, ან ავიდოდი რომელიმე მაღალ სვეტზე და ხმამაღლა მოვუხმობდი ამქვეყნად მცხოვრებთ:
მოკვდავნო, დაღვრილი სითხისგან ნაშობნო, უბადრუკნო, თქვენ, სიკვდილით მცხოვრებნი, ამაოებით ქედმაღლობთ! თქვენ, ვინც ძილში და ცხადად წარმოსახული მოლანდებების სათამაშოდ ქცეულნი და მათით მოთამაშენი ხართ, დიდხანს უნდა იხეტიალოთ დედამიწაზე უმიზნოდ? იცოდეთ, გონებით ამაღლებული ყველას აღემატება. ასე ავმაღლდი მეც, რადგან ღმერთმა მომანიჭა დიდი ცოდნა იმისა, თუ რა არის სასარგებლო და რა მავნე. გონება კი ყველაზე მაღლა დაფრინავს.
ის, ვინც იყო ახალგაზრდა და ძლიერი, მეგობართათვის საამაყო, დადიოდა თავაწეული და ჰქონდა მოქნილი სხეული; იყო დილის ცისკარზე მშვენიერი, გაზაფხულის ყვავილივით თვალწარმტაცი მამაკაცთა შორის, რომლისკენაც მიმართული იყო ყველას მზერა; ვის საგმირო საქმეებსაც ადიდებდნენ, ვინც საჭურველასხმულ არესს ჰგავდა; ვინც ასპარეზზე საუცხოოდ ერკინებოდა მხეცებს, მთებში კი მათ დიდებას ეცილებოდა. ვისაც იზიდავდა ნადიმები და მდიდრული ვახშმები, ვისი სტომაქიც ხმელეთიდან, ზღვიდან თუ ჰაერიდან იღებდა შესაწირს - ის ახლა დანაოჭებული და მიხრწნილია. ყოველივე დაჭკნა, მოვიდა სიბერე და სილამაზეც განქარდა. სტომაქმა სამსახურზე უარი თქვა, ამ ადამიანის მცირედი ნაწილი კიდევ ცოცხლობს, უდიდესი კი უკვე სამარეშია
ღირსი აბბა ისაია
წმ. იოანე ოქროპირი
ბერი იოსებ ისიხასტი
ბერი ზოსიმა
თუნდ ოკეანე გავავსოთ ცრემლით, უფალს მაინც ვერ მივუგებთ თავისი წყალობის შესაფერის საზღაურს. იგი ხომ ჩვენს განსაწმენდად ცხოველსაყოფად და აღსადგენად თავის უხრწნელ ხორცსა და სისხლს გვაძლევს. ასე რომ, მტკიცედ იყავი, ნუ გრცხვენია, მხოლოდ იწამე, რომ ჭეშმარიტად ჩვენი უფლის ხორცი და სისხლია, რომელიც ჩვენივე ცოდვებისაგან განსაკურნებლად გვეძლევა.
ღირსი სერაფიმე საროველი
პასუხი :რაც შემეხება მე, თუკი ვიხილავ მთვლემარე ძმას, მას ჩემს მუხლებზე დავადებინებ თავს და აგრერიგად მოვასვენებ (წმ. პიმენი დიდი)
კითხვა : რომელია უფრო აღმატებული – საეკლესიო ღვთისმსახურებაზე დასწრება თუ შინ აღსრულებული პირადი ლოცვები?
პასუხი: ხილული წმიდა ეკლესიის გარეშე არ იქნებოდა ქრისტეს წმიდა საიდუმლო, ურომლისოდაც ადამიანი ვერ დაიმკვიდრებს საუკუნო ცხოვრებას. საეკლესიო ლოცვას ისეთი ძალა და მნიშვნელობა აქვს, რომ ეკლესიაში წარმოთქმული ერთი „უფალო შემიწყალე“ აღემატება პირად ან სენაკში აღსრულებულ ყველა სულიერ ვარჯიშს, სწორედ ამიტომ წმიდა მამები ეკლესიაში იდგნენ ისე, როგორც უფლის წმიდა ტახტის წინ წარდგომილნი. ( წმიმდა ანტონი ოპტინელი)