2012-2013 წელს სკოლის გამოსაშვები გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სკოლა
15 თებერვლიდან - 1 მარტის ჩათვლით
21 მაისიდან - 29 მაისის ჩათვლით
იწყება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე ;
სრულდება პირველი გამოცდის ჩატარებამდე 2 დღით ადრე;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება უზრუნველყოფს მოსწავლეების/ექსტერნების და იმ პირთა რეგისტრაციას, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი.
მოსწავლე/ექსტერნი რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც სწავლობს ან დაძლია საშუალო საფეხური;
პირი, რომელმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად ვერ/არ ჩააბარა გამოცდები, რეგისტრირდება იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში, რომელშიც დაძლია სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური;
15 თებერვალი - 1 მარტი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით, დანიშნოს გამოცდები თებერვალში იმ ოთხ საგანში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია), რომელშიც მოსწავლეებს აქვს დადებითი შეფასება საშუალო საფეხურზე;
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით თებერვალში დანიშნოს გამოცდები იმ პირებისათვის, რომლებმაც სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის დაძლევის მიუხედავად შესაბამის წელს ვერ/არ დაძლიეს გამოცდები;
ასევე იმ პირებისათვის, რომლებმაც ექსტერნატის ფორმით დაძლიეს საშუალო საფეხური რვავე (ქართული, მათემატიკა, უცხო ენა, ისტორია, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,გეოგრაფია) საგანში ან მხოლოდ ოთხში (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია,გეოგრაფია
(ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება თებერვალში გამოცდების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს პირველი გამოცდის ჩატარებამდე 10 დღით ადრე. სკოლა უზრუნველყოფს გადაწყვეტილების გამოქვეყნებასა და საჯაროდ გამოცხადებას)
იმ შემთხვევაში, თუ სკოლა გამოსაშვებ გამოცდებს ატარებს თებერვალში:
● მოსწავლე უფლებამოსილია, სკოლის მიერ შეთავაზებული ოთხი გამოცდიდან, აირჩიოს სასურველი საგანი/საგნები.
● პირი, რომელსაც დაძლეული აქვს სრული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, უფლებამოსილია, სკოლის მიერ შეთავაზებული ოთხი/რვა გამოცდიდან, აირჩიოს სასურველი საგანი/საგნები.
პირი, რომელიც თებერვალში, სკოლის გამოსაშვებ გამოცდას/გამოცდებს ვერ დაძლევს უფლებამოსილია შესაბამისი საგნის/საგნების გამოცდაზე გავიდეს მაისში.
21 მაისი - 29 მაისი
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია დანიშნოს გამოცდები 21 -დან - 29 მაისის ჩათვლით.
სკოლა ვალდებულია
მოამზადოს ინდივიდუალური საგამოცდო პროგრამა სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირისათვის;
მისთვის შეიმუშავოს გამოცდის ჩაბარების სპეციალური პროცედურა და საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოს ადაპტური ფიზიკური გარემო და ადაპტირებული საგამოცდო მასალის მომზადება.
სკოლა, სპეციალურ პროგრამას, შეიმუშავებს მხოლოდ იმ გამოსაცდელ პირთათვის, რომელთაც აქვთ მულტიდისციპლინური გუნდის დასკვნა
გამოცდების ჩატარების ორგანიზება
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების
დირექტორი, პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით,
ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-
სამართლებრივი აქტით განსაზღვრავს:
. გამოცდის ჩატარების პროცედურებს
.გამოცდების ჩატარების ფორმას
.გამოცდების განრიგს
ასევე ქმნის საგამოცდო და საპრეტენზიო კომისიებს.
გამოცდის ჩატარების პროცედურების დადგენისას უნდა განისაზღვროს:
.საგნის შესაბამისად ან/და სხვა გარემოებების გათვალისწინებით გამოცდის ჩატარების ფორმა და გამოცდისთვის გამოყოფილი დრო
.გამოცდაზე გამოუცხადებლობის თანმდევი შედეგები;
.გამოცდის მიმდინარეობის დროს არსებული შეზღუდვები.
ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი ვალდებულია გამოცდების ჩატარების განრიგი გაუგზავნოს რესურსცენტრს, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს სამინისტროს ინფორმირებას.
გამოცდის ჩატარების პროცესზე მეთვალყურეობის გაწევის მიზნით ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება ნიშნავს მეთვალყურეებს.
გამოცდებზე დაკვირვების მიზნით სამინისტრო და რესურცენტრი უფლებამოსილი არიან დანიშნონ დამკვირვებლები.
შეფასება და გამოცდის შედეგი
.გამოცდა ფასდება 10 ქულიანი სისტემით, გამოცდა ჩაბარებულად ითვლება თუ საგანში, გამოსაცდელი პირი, მიიღებს არანაკლებ 5.0 ქულას.
.ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება გამოცდის შედეგებს პირს აცნობებს შესაბამისი გამოცდის დასრულებიდან არაუგვიანეს 48 საათისა;
აპელაცია
.გამოცდის პროცედურულ დარღვევებთან და შედეგებთან დაკავშირებული პრეტენზიები განიხილება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების საპრეტენზიო კომისიის მიერ;
.საპრეტენზიო კომისიაში უნდა იყოს თითოეული საგნის მინიმუმ ერთი პედაგოგი. კომისიის წევრი არ შეიძლება იყოს პირი, რომელმაც მონაწილეობა მიიღო საგამოცდო პროცესში ან პირის შეფასებაში.
.გამოცდაში მონაწილე პირი უფლებამოსილია შესაბამისი გამოცდის შედეგის გამოცხადების ვადის გასვლიდან არაუგვიანეს 6 საათისა შეიტანოს საპრეტენზიო განაცხადი საპრეტენზიო კომისიის სახელზე შესაბამის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში.
.საპრეტენზიო კომისია პრეტენზიებთან დაკავშირებულ გადაწყვეტილებებს იღებს განაცხადის შეტანიდან არაუგვიანეს 24 საათისა.
საბოლოო შედეგები
ბოლო გამოცდასთან დაკავშირებულ საპრეტენზიო განაცხადებზე გადაწყვეტილებების მიღებიდან ერთი დღის ვადაში ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების დირექტორი სამართლებრივი აქტით ამტკიცებს გამოცდების საბოლოო შედეგებს:
.იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ჩააბარეს გამოცდები;
.იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ვერ ჩააბარეს გამოცდები;
გ ი ს უ რ ვ ე ბ თ წ ა რ მ ა ტ ე ბ ე ბ ს !
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев