ნისლში გამქრალი ოცნებების უცხო ნაპირზე.
თვალებით ვეძებ ვინმეს მაინც ვინც გამიღიმებს,
მერე კი ჩემს გულს სამუდამოდ გაინაპირებს.
უმზეო ცის ქვეშ ვერ ვპოულობ იმედის გზა-კვალს
და თავდახრილი ისევ ვითვლი სულის ნაბიჯებს.
ვერავის ვხედავ, მაგრამ ვგრძნობ, რომ ვიღაცა ხელს მკრავს,
ალბათ ვერ მხედავს უნებლიედ ფეხს, რომ მაბიჯებს... ავტორი თედო ამონაშვილი
მინდა ვიყვირო, მაგრამ ვხვდები აზრი არა აქვს,
ქარი ხმაურობს და ქვიშაში აგებს საგიჟეთს.
უნდა წამოვდგე, გავეცალო ბრმა-ყრუ სამყაროს,
სანამ სიცივეს ჩემი სული გაითავისებს.
წავალ და გულსაც სამუდამოდ თან გავიყოლებ,
იქნებ მივაგნო სიყვარულის სულ სხვა ნაპირებს.
სადაც სიყალბე არ ითვლება ცხოვრების ნორმად,
სადაც არავინ ზურგში ჩარტყმას არ დააპირებს.
სადღაც ხომ მაინც იარსებებს სულ სხვა სამყარო,
სადაც ულმობლად არ თელავენ მინდვრის ყვავილებს.
სადაც სიყვარულს არ აცმევენ მეძავის კაბას
და ყველას მხოლოდ საკუთარი ცოდვა აფიქრებს.
მაინც მოვძებნი ამ სამყაროს და დავიჩემებ,
მერე კი სასმისს სიყვარულით ისევ ავივსებ,
დავეწაფები მწყურვალი და ბოლომდე შევსვამ,
უსასრულობა სანამ ჩემს სულს გაინაპირებს. ავტორი თედო ამონაშვილი.
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев