Предыдущая публикация
გუშინ ისეთი წვიმა იყო,
დღეს კი დარია.
და იცით კიდევ რა მანცვიფრებს,
ამ ბუნებისა?
ადამიანი დაიმსგავსა ასე ძალიან.
ბუნებაში ხომ ყველასა აქვს ,
თავის ადგილი.
რაღაც კანონით განსაზღვრული ,
დაუწერელი.
აქ ყველაფერი ისე ერწყმის,
ისე კავშირობს,
რაღაც ბრძანებებს მორჩილებს და
არ უკადრისობს.
ამ ბუნებისთვის ,ღმერთმა შექმნა
ადამიანი.
მსგავსი ბუნების ხასიათით,
ცვალებადობით.
მან ,ერთი გრძნობით დაასაჩუქრა
და ბუნებაში ყველაფრისგან ,
განასხვავა ადამიანი.
სიყვარულია ის დიდი გრძნობა,
რაც მას უბოძა.
და ამის მერე, ხან გოროზია,
ხან სევდიანი, ხან დარია და
ხანაც ავდარი.
ბოტოტიც არის, სასტიკიც არის
ადამიანი.
თურმე ეს გრძნობა , რამდენს იტევს,
როგორ ბატონობს.
და ამისთვის ადამიანს ღმერთი მართავს,
ღმერთი პარტრონობს."
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев